თემა: მოწყალება
ყრმა კეთილისმყოფელი.
წმიდა კლიმენტის, კერპთაყვანისმცემელი მამისა და ქრისტიანი დედის შვილს, მშობლები სიყრმეშივე გარდაეცვალა. ის იშვილა სოფიამ, ანკირის კეთილშობილმა და ღვთივსათნო მოქალაქემ, რომელიც მისი დედის მეგობარი იყო. ახალგაზრდა ქრისტიანი მისი მაგალითით ხელმძღვანელობდა და უფლის შიშით აღიზრდებოდა.
იმ დროს გალატიაში ისეთი დიდი შიმშილი მძვინვარებდა, რომ მის მცხოვრებთ, უმეტესწილად ურწმუნოთ, შვილების გამოსაკვებად არაფერი ებადათ და მათ ბედის ანაბარად ტოვებდნენ. რას აკეთებდა ამ დროს წმიდა მოსაგრე? ის აგროვებდა მოზარდებს, რომლებიც ყველგან ირეოდნენ და შიმშილის მოკვლის იმედი არ ჰქონდათ; აგრეთვე ჩვილებს, რომლებიც შიმშილისგან ძალაგამოცლილნი უკანასკნელ წუთაბამდე იყვნენ მიღწეულნი, და კვებავდა მათ, თან კითხვასა და სახარების მცნებებს ასწავლიდა. ამრიგად, სოფიას სახლი, კლიმენტის მეშვეობით, სასტუმროდ და სასწავლებლად გადაიქცა, სოფია კი მათთვის დედაზე მეტი იყო; რამეთუ საბრალო მოზარდებისა და ჩვილებისთვის დროებითი, მიწიერი ცხოვრების დაბრუნებით, ყრმა კეთილისმყოფელის მეშვეობით მარადიულ სამყოფელს უმზადებდა მათ