თემა: ვნებები, სასწაულები, უსაქმურობა
წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი.
იმპერატორ დეკიუსის დროს, როდესაც ქრისტიანების დევნა დაიწყო, გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც უნდა ეწამებინათ ყველა, ვინც კერპებს თაყვანს არ სცემდა.
წმიდა გრიგოლმა სამწყსო აკურთხა, მდევნელებს განშორებოდნენ, ვისაც სად შეეძლო. თვითონ კი დიაკონთან ერთად უდაბნოდ ერთ-ერთ მთაზე განმარტოვდა და მხურვალე ლოცვა-ვედრებას მიეცა.
ნეოკესარიაში წმიდა გრიგოლის შესაპყრობად ჩასულმა მეომრებმა, ერთ-ერთი უღირსი ქრისტიანის დასმენით, მას სწორედ ამ მთაზე დაუწყეს ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს და მთავარს მოახსენეს:
-იმ მთაზე ვერავინ ვნახეთ, მხოლოდ ორი ხე იდგა ერთმანეთთან ახლოს, სხვა არაფერი.
მთავარს გულისხმა მიეცა, რომ სასწაული მოხდა, თვითონ წავიდა მთაზე და ნახა - წმიდა გრიგოლი და დიაკონი ხელაპყრობილნი ლოცულობდნენ. უფლის ნებით მეომრებმა ისინი ხეებად აღიქვეს. მთავარი წმიდანის ფერხთით დაემხო; მდევნელი ქრისტიანი გახდა და გვერდიდან აღარ მოშორებია მათ.
უსაქმურობა ხშირად ნაკლოვანების მიზეზი ხდება, რამეთუ ამ დროს ადამიანს საქმე არა აქვს, თავისუფლებას აძლევს საკუთარ ვნებებს, რომლებსაც დაღუპვისკენ მიჰყავთ იგი