image

თემა: განკითხვა,  სიმდაბლე

თავის დამდაბლება ჯერ კიდევ არაა სიმდაბლე, არამედ სურვილი და ძიებაა მისი. უფალს ვთხოვ შეგწიოთ და მიგაღწევინოთ ამას! არსებობს მოხიბვლის სული, რომელიც გაურკვეველია, როგორ ახერხებს სულს ცბიერებით შემოუაროს და ისეთნაირად გახლართოს აზრებში, რომ ის ფიქრობდეს, თითქოს დამდაბლებულია, ხოლო გულის სიღრმეში კი ფარულად თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდეს. აი, რატომაა გულის გაფაციცებული დაკვირვება აუცილებელი. ყველაზე მეტად სარგო ამ დროს გარეშე დამამდაბლებელი ურთიერთობებია.
    
    მცირედი გაუფრთხილებლობა გამოიჩინეთ? მიგატოვათ ღვთის შიშმა, მას თან გაჰყვა ყურადღება, თავი კი ამოჰყავით განკითხვაში? მართალს ამბობთ, თქვენ შინაგანად შესცოდეთ. დაუყოვნებლივ შეინანეთ და გამოითხოვეთ შენდობა უფლისაგან. სასჯელს იმსახურებთ არამარტო სიტყვით განკითხვის, არამედ შინაგანი განწყობის გამო. განკითხვა მხოლოდ სიტყვით არ აღესრულება, არამედ გულის შინაგანი მოძრაობით. და მას მაშინვე აქვს ადგილი, როგორც კი სული რაიმე არაკეთილს ინებებს ან გაიფიქრებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები