image

თემა: მოწყალება


სწავლა ჟვ. შემდგომად სიკვდილისა მოწყალებისათვის.

საყვარელნო! მოწყალება ჩვენი, ოდეს მოვჰკვდეთ, მაშინ გამოჩნდების და წარმოდგების ბრწყინვალედ, და ხელთაგან წარწყმედისათა გვიხსნის, და საუკუნესა მას ცხოვრებასა შეგვიყვანებს, და აღგვიშენებს სავანეთა მათ საყოფელთა საუკუნეთა ცათა შინა. ლამპართა ჩვენთა არა შეუნდობს დაშრეტად, არცა სამოსელთა ხენეშთა (ძველთა, ავთა) შეგვინდობს შემოსად და შესვლად სასძლოსა მას, არამედ განგვბანს და უფროს თოვლისა განგვასპეტაკებს. არა შეგვინდობს შთავრდომად, სადა მდიდარი იგი შთავარდა, არცა სმენად სიტყვათა მათ მძიმეთა, არამედ მიმიყვანებს ჩვენ წიაღთა აბრაჰამისთა. აწ უკვე, საყვარელნო, ვისწრაფოთ მოწყალებაი, ვიდრე სიკვდილადმდე, რამეთუ უმჯობეს არს ამის წარმართებაი, ვიდრეღა დაპყრობად ყოველთა მეფობათა ქვეყანისათა. და ასწავებს მოყვარეთა თვისთა, თუ ვითარ განერნენ უკვდავისა მისგან სიკვდილისა და საუნჯეთა მიანიჭებს წარუპარველთა და წმიდა ჰყოფს სულსა ყოვლისა შეგინებისაგან. და რად სახმარ არს თვითოეულად წარმოთქმაი საქმეთა მოწყალებისათა? არამედ ერთიღა მიგითხრა და კმა არს: მოწყალება გასწავებს, თუ ვითარ იქმნა მსგავს ღვთისა, რომელ ესე თავი არს და ბეჭედი ყოველთა კეთილთა. არა უხმს მოწყალებასა შრომაი, არცა სიგრძე ჟამისა, არცა სხვა რაიმე სიძნელე. არამედ უძლურებასა შინა თუ იყო, აღესრულების კეთილად და, თუ დაბერდე, ეგრეთვე და განხვიდე სოფლით, თანა მოგზაურ გექმნების, და არა ოდეს დაგიტევებს და შეგიყვანებს წინაშე საყდარსა ქრისტესსა და თანა შეგეწევის და განგამართლებს. დაღაცათუ ფრიად შეცოდებული იყო, მოწყალება შენი ღირს გყოფს წყალობასა და გვირგვინოსნობასა, და, უკანასკნელსა მას დღესა, სიხარულით აღგადგინებს და მარჯვენით კერძო ცხოვართა თანა დაგადგინებს, და წინაშე მსაჯულისა შენთვის მეოხი არს დიდი. და მოწყალებისა მიერ ისმენ ხმასა მას სანატრელსა მეუფისასა, ვითარმედ: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის განმზადებული, რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, და წყურიელსა - მასვით მე; შიშველ ვიყავ - და შემმოსეთ მე; უცხო ვიყავ - და შემიწყნარეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე, და საპყრობილესა ვიყავ და მოხვედით ჩემდა". ესე ყოველი მოწყალებისა მიერ იქმნებიან. ძმანო, შევიტკბოთ მოწყალება და ვიქმოდეთ მარადის ცხოვრებასა შინა ჩვენსა, და შემდგომად სიკვდილისაცა იქმნებოდეს ჩვენთვის ქველის საქმეი, რომელნი ესე ფრიად კეთილ არს, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველნისასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები