ავტორი:
ილია II
თემა: ეშმაკი, რწმენა, ათეიზმი ურწმუნოება, ღვთის იმედი, სასოწარკვეთილება, სიყვარული
სულიერი ცხოვრების მოსურნეთ უნდა იცოდნენ, რომ კაცობრიობის მტერი ცდილობს ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილი სახით წარმოაჩინოს. ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად იგი ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას გვთავაზობს, იმედის ნაცვლად – სასოწარკვეთილებას, ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ – უსიყვარულობას, ან მოჩვენებით სიყვარულს და ეს ყოველივე ისე არის შენიღბული, რომ ჭირს შავის და თეთრის გარჩევა.