image
ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე.
    თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.
    თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.
    თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე.
    თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.
    თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.
    თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს გაიმრავლებ.
    თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაკარგავ
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები