ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: განსაცდელები
თავდაპირველად ღმერთმა ისე როდი შექმნა ადამიანი, რომ ეწვალა და ეტანჯა, არამედ ანგელოზთა სწორად შექმნა: მცირედ თუ განასხვავა ანგელოზთაგან. და შექმნა სამოთხე ედემში და დაასახლა იქ, როგორც მეფე განზრახვით და თვითნება მმართველი, მხოლოდ ერთი მცნებით შეკრული, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უზენაესი მართავდა მას. ის კი, ეშმაკისაგან ცთუნებული და ღმრთის თანასწორობის მსურველი, განიდევნა სამოთხიდან და მწუხარებაში ჩავარდა ღმრთისაგან განკვეთილი და მთელი ცხოვრება ნარ-ეკლის შემგროვებელი.
და რა ნარ-ეკალია ეს, თუ არა მუდმივი უბედურება და ყოველდღიური გასაჭირი? განსაცდელთაგან, გარყვნილ ადამიანთა და ამ ჩვენი უბადრუკი არსებისაგან, რომელიც მავნე ჩვევებისა და მიდრეკილებათაგან თითქოს მეორე ბუნებად გვექცა, და მისგან მოწევნულ უბედურ განსაცდელთაგან მეტად ვიტანჯებით და მიგვემებით, ვიდრე სხვა მტერთაგან. და ღმრთის მოწყალება რომ არ გვიცავდეს, წარწყმედის საშიშროება გვემუქრება.
და როდემდე გაგრძელდება ყოველივე ეს? მანამ, ამბობს, სანამ მიწად არ მიიქცვვი. ამრიგად, კაცთმოყვარე ღმერთმა აქ დაუდო საზღვარი მწუხარებასა და ავადმყოფობას