თემა: ამპარტავნება,  სათნოებები

192. მართლაც, თუ ყოველგვარი სათნოება სულისა და სხეულის მიერ იქმნება, ღვთის ქმნილება კი სწორედ ეს სული და სხეულია, რომლებისგანაც, როგორც ვთქვი, სათნოება შემყარდება, მაშ როგორღა არ უნდა ვიყოთ უკიდურესად გონებაცთომილნი, როდესაც ამპარტავნებაზე, როგორც ლერწმის კვერთხზე (არამყარ საფუძველზე), დაყრდნობილნი სულისა და სხეულის სხვა რამ სამკაულებით ვიწონებთ თავს და ცუდმედიდობას ვეძლევით, თან, რაც განსაკუთრებით საშინელია, ჩვენი მეტისმეტი ურჯულოებისა და უგუნურების მიზეზით ჩვენივე თავის წინააღმდეგ განვაწყობთ ღმერთს, თავისი სიძლიერით ჩვენზე უსასრულოდ აღმატებულს (ვინაიდან უფალი ებრძვის ამპარტავანთ იგავ. 3.34), ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ მივემსგავსოთ უფალს თავმდაბლობით, უფლის მოქიშპე ამპარტავან ეშმაკს შევეტკბობით ცუდმედიდი და ამპარტავნული გონების მიერ? სწორედ ამის გამო ამბობდა მოციქული: „რამეთუ რა გაქვს, რაც არ მიგიღია?“ განა შენ თვითონ შექმენი შენი თავი? მართლაც, თუ სხეული და სული, რომელთაგანაც, რომელთა შორისაც და რომელთა მიერაც შემყარდება ყველა სათნოება, „ღვთისგან გაქვს მიღებული“, „რადღა იქადი, ვით არმიმღები? (ე.ი. რად ტრაბახობ, რომ შენით მიაღწიე რაიმეს, ისე თითქოს ღვთისგან არაფერი გქონდეს მიღებული) ვინაიდან უფალია ის, ვინც მოგანიჭა შენ ესენი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები