ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
გონიერ და ჭკვიან კაცს ის თვისება აქვს, რომ იგი თითქმის არაოდეს არ არის კმაყოფილი თავის თავისა, არამედ თვითონვე თავის თავს მარადის ამტყუნებს, აფრთხილებს,აღვიძებს; თუ გინდ რომელიმე საქმე კარგად გააკეთოს, მაინც არ დაკმაყოფილდება, არამედ ცდილობს, რომ მერმე უკეთესად გააკეთოს. ხოლო, ვინც კმაყოფილია თავის ხასიათისა, ვისაც მოსწონს თვისი ყოფაქცევა, იგი მალე დაიძინებს; მას აღარ ექნება საშუალება, რომ წინ წავიდეს, უმჯობესი შეიქმნეს.