ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ესრეთ ორად განიყვნენ ყოველნი თანამედროვენი იესოსნი; რომელნიც იყვნენ მაშინ გულწრფელნი, მართალნი და კეთილნი, ამათ შეიყვარეს იგი განუზომელად; ხოლო ბოროტთა, დრკუთა და მზაკვართა მოიძულეს იგი. ახლა, ამ ჩვენ დროებაში არ შეიძლებაა ვინმე დაემსგავსოს ამათ ბოროტთა? გარნა არიან რომელნიმე ჩვენ შორის ისრეთნი ერთგულნი მეგობარნი იესოსნი, ვითარცა ლაზარე ანუ ვითარცა მარიამ, დაი მისი, რომელმან თმითა თავისა თვისისათა წარხოცნა ფერხნი მისნი?