image

თემა: ღვთისმსახურება

კაცი ყოველთვის და ყოველგან არის მიდრეკილი, რომ ნაცვალდ სულიერისა და ჭეშმარიტისა თაყვანისცემისა, ემსახუროს ღმერთსა რომლითამე გარეგანითა წესითა, ანუ შესაწირავითა ყოველთვის უნდა ფიქრობდე შენ, ძმაო ჩემო, რომელ ნაცვლად ჭეშმარიტისა სულიერისა მსახურებისა არ ემსახურო ღმერთსა გარეშეობითა. სული არს ღემრთი; იგი მოითხოვს, შენგან სულსა და გულსა; იგი მოითხოვს, რათა შენ ყოველთვის ხვიდოდე სიმართლით, ყოველთვის გახსოვდეს, რომ მას ესმის ყოველი შენი სიტყვა, იგი ხედავს ყოველსა შენსა საქმესა, იგი გამოსცდის შენსა გულისსიტყვასა და ზრახვასა. ეს ხშირად გავიწყდება და ნაცვლად გულის სიწმიდისა, ნაცვლად სიმართლისა შენ მიუძღვნი ღმერთსა რომელსამე გარეგანსა მსახურებასა და მსხვერლსა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები