image
მხნე იყვენით და განძლიერდით, იტყვის მოციქული პავლე. მხნეობა მღვიძარებაზე უმჯობესი და უდიდესი თვისება არის. მხნეობა არის ძალა და სიმტკიცე კაცის სულისა. მხნე კაცი ის არის, რომელიც ყოველს საქმეს და შრომას ასრულებს ხალისიანად და სასოებით, რომელსა საქმე არ მოეწყინება, რაც გინდა ძნელი იყოს, მეტადრე არ მოეწყინება კეთილი, სულიერი საქმე და ბოლომდე მიიყვანს თავის საქმეს. სადაც სუსტი და სულმოკლე ადამიანი დაღონდება და არ იცის რა ქმნას, იქ მხნე კაცი უმეტესად გაღონიერდება. მხნე კაცი ყოვლისა სამწუხარო შემთხვევისაგან და მავნებელისა მოვლინებისაგან გამოვა ძლევაშემოსილი; ასჯერ რომ დამარცხდეს და საქმე გაუფუჭდეს, მაინც არ დაღონდება, არამედ ხელახლა მიუბრუნდება თვისსა შრომასა და საქმესა და ბოლოს უთუოდ ერთხელ გაიმარჯვებს. მხნე კაცი უბედურებასა შინა არ იქმნება განლაღებული. ერთი სიტყვით, მხნეობა არის უძვირფასესი თვისება ადამიანისა.
image image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები