ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
უმაღლესი კეთილის მოქმედი ჩვენი არის ღმერთი. მისგან ჩვენზედა ზეგარდამოვალს ყოველი კეთილი. მისი მადლობის და დიდების მიმცემი უნდა იყოს ყოველი სულდგმული კაცი ქვეყანასა ზედა. „მადლობა ღმერთსა, დიდება ღმერთსა!“ ეს ორი სიტყვა მარადის უნდა იყოს გულსა შინა და ბაგესა შინა შენთა.