ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ძმაო, თუ შენი თავის პატივი გაქვს, თუ გსურს, რომ სხვამაც პატივი გცენ, დაიმარხე და გაამტკიცე საკუთარი შენი პატიოსნება. უძვირფასესი ქონება კაცისა არის პატივი; სიკვდილი გირჩევნოდეს პატივის მოკლებასა; თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი დაიმარხე პატიოსნებითა შენითა.