image
არ იფიქროთ, რომ რწმენა, ჩვენთვის, მღვდელთათვის, არაა განმაცხოველებელი, არ გეგონოთ, ფარისევლურად ვემსახურებოდეთ ღმერთს, არა. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, ვინაც პირველი შეიგრძნობს წყალობას ღვთისას და გამოცდილებით, ვიცით, ვინაა და რას ნიშნავს ჩვენთვის ღმერთი, მისი საიდუმლოებები, ყოვლადწმინდა დედა და წმინდანები. მაგალითად, ცხოველსმყოფელი საიდუმლოს, მაცხოვრის სისხლისა და ხორცის ზიარებისას ძალიან ხშირად შემიგვრძნია ამ საიდუმლოს ცხოველსმყოფელი ძალა, მყუდროება სულისა, ზეციური სიხარული, ძღვენი სული წმიდისა. და ამსოფლიური მეფის ყველაზე კნინი მსახურის სიხარულიც კი, როცა მას თავისი ბატონი წყალობასავსე მზერით აჯილდოვებს, მონაგონია იმ სიხარულთან, საიდუმლოებებით რომ გვეძლევა. და სწორედ უმადურნი და გულღძონი უნდა ვიყოთ, რომ დიდება ამ ცხოველსმყოფელი საიდუმლოებებისა არ ვთქვათ, არ ვაუწყოთ ღვთისმოყვარე ერს და არ ვადიდოთ მისი სახელი ყველა იმ სასწაულთათვის, რომელსაც ჩვენი გული გრძნობს და ხედავს ყოველი ჟამისწირვისას! ასევე ძალიან ხშირად ვგრძნობთ ცხოვლმყოფელი ჯვრის ღვთაებრივ ძალას და მისი შემწეობითაა, რომ გულიდან ვდევნით საკუთარ ვნებებს, დახსნილებას, სულმოკლეობას, შიშს და უამრავ მზაკვრობას მტრისას. ღვთის ჯვარია ჩვენი კეთილისმყოფელი, მეგობარი. და ამას სრულიად გულწრფელად გეუბნებით და ვაცნობიერებთ კიდეც საკუთარი სიტყვების სრულ ჭეშმარიტებასა და ძალას.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები