image
ადამიანის სახის მშვენებამ არ დაგატყვევოს, სულს დააკვირდი მისას. ნურც მისი სამოსელით მოიხიბლები (სხეულიც დროებითი სამოსელია), ის იკითხე, რა კაცია ის, ვისაც ეს სამოსი ეკუთვნის? მდიდრული სახლების ყურებას ნუ მიჰყვები, პატრონისა იკითხე, თორემ ამით ადამიანს, ღვთის ხატებას შეურაცხყოფ, უპატიო საქციელად დაურჩება მეფეს, თუკი ქედს უხრი მის მონას და თავად მას, ღმერთს, იოტისოდენ პატივსაც არ მიაგებ. ასევე, წიგნის თვალისმომჭრელ გამოცემას ნუკი ჩივი, რა წერია შიგნით, ის ეძებე; არადა, ასე მხოლოდ სხეულის ფუფუნებას მიეჩვევი, სულს დაიკნინებ, იმიტომ რომ ასოები - გვამია, შინაარსი - სული. ნურც საკრავთა და ხმის კეთილჟღერადობით აღფრთოვანდები, დააკვირდი, როგორ მოქმედებს სიტყვები გულზე და მიხვდები, რა სულისკვეთებისაა იგი: თუკი ბგერები წყნარ, უმწიკლო და წმინდა გრძნობებს აღგიძრავს, უსმინე და დაიტკბე სული, მაგრამ თუ მათი მოსმენის შემდეგ ვნებები იშლება სულში, მოსცილდი ასეთ მუსიკას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები