ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
როცა კაცი რაიმე საქმის მოსაგვარებლად კეთილს, მორიდებულსა და თავმდაბალს მიმართავს, თუ სწადს მიზნის მიღწევა, თვითონაც ცდილობს, რომ მას (კეთილს) დაემსგავსოს, ასევე ქრისტიანიც, როცა ღმერთს, მის ყოვლადწმინდა დედას, ანგელოზებსა თუ წმინდანებს მიმართავს თავისი ლოცვის წარმატებისათვის, შეძლებისდაგვარად უნდა ცდილობდეს, რომ თავად ღმერთს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებსა და ანგელოზებს მიბაძოს. ეს სწორედ რომ საიდუმლოა ღმერთთან მიახლოებისა და ლოცვის წარმატებისაც