აი, რას ბრძანებს წმიდა თალასი: "ვითარცა ჭაობსა შინა არა იპოვების ნელსაცხებელი, ეგრეთვე არცა სულსა შინა ძვირისმოჴსენისასა, სუნნელებაჲ სიყვარულისაჲ. სიკუდილი სულისაჲ არს სიძულვილი მოყვასისაჲ და ესე აქუს და ამას იქმს ძჳრისმეტყველი...
იხილეთ სრულად
აი, რას ბრძანებს წმიდა თალასი:"ვითარცა ჭაობსა შინა არა იპოვების ნელსაცხებელი, ეგრეთვე არცა სულსა შინა ძვირისმოჴსენისასა, სუნნელებაჲ სიყვარულისაჲ. სიკუდილი სულისაჲ არს სიძულვილი მოყვასისაჲ და ესე აქუს და ამას იქმს ძჳრისმეტყველისა სული".
სამართლიანობა იმ კაცისა, ვინც მხოლოდ თავის უფლებებს იცავს და არ აქცევს ყურადღებას სხვათა გაჭირვებას, სხვათა წუხილს, რა თქმა უნდა, ვიწრო ეგოიზმიდან მოდის.
უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა.
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნ...
იხილეთ სრულად
ცოდვამ გაყო კაცთა მოდგმა. გაყო ამპარტავნებით, სიძულვილით, მრისხანებით, შურით, ცილისწამებით... ხშირად არ ძალგვიძს, დავძლიოთ ეს გამთიშველი ძალა, რომელიც ჩვენს ხედვას არასწორ მიმართულებას აძლევს და რომლის გამოც პიროვნების ცხოვრების ნამდვილ სახეს დამახინჯებულად აღვიქვამთ