"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11). ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, კაცთმოყვარე დ...
იხილეთ სრულად
"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11). ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, კაცთმოყვარე და ღვთიმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესრეთთა სიტყვათა; იგი არის თავმდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკეთუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შეჰმუსრავს გულსა მისსა; იგი სიმდაბლესა შინა თვისსა ყოველთვის ჰრაცხს თავი...
"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა არ ბოროტის-მომქმედი, გარნა...
იხილეთ სრულად
"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა არ ბოროტის-მომქმედი, გარნა არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ გქონდეს, არამედ მადლი უნდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმან შენ გიწოდა სიწმინდისათვის, სათნოებისათვის, სასუფევლისათვის. უკეთუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისა...
უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენსა უმჯობესსა შეადარე შენი თავი; ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთოითა მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა...
იხილეთ სრულად
უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენსა უმჯობესსა შეადარე შენი თავი; ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთოითა მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა და საქმით.
ხოლო თქვენ განეშორენით, მორწმუნენო, ბოროტსა ამას სნეულებასა, განმაგდებელსაპირისაგან ღმრთისათა. რამეთუ ამპარტავნებამან განაგდო პირისაგან ღმრთისა სამოილ დასითურთ თვისით. ამპარტავნება ძეთა სასუფევლისათა გამოიყვანს და დაჯედ ტარტაროზის...
იხილეთ სრულად
ხოლო თქვენ განეშორენით, მორწმუნენო, ბოროტსა ამას სნეულებასა, განმაგდებელსაპირისაგან ღმრთისათა. რამეთუ ამპარტავნებამან განაგდო პირისაგან ღმრთისა სამოილ დასითურთ თვისით. ამპარტავნება ძეთა სასუფევლისათა გამოიყვანს და დაჯედ ტარტაროზისა იქმს:
ამისთვის იტყვის ლუკა მახარებელი: "განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთა", რამეთუ საძაგელ ღმრთისა არს და საძულელ კაცთა.
ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროისად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარველბლად სიმდაბლე და უ...
იხილეთ სრულად
ძმანო საყვარელნო, განიშორეთ თქვენგან ამპარტავნება უფროისად ასპიტისა მაკვდინებელისა და ნუ მიეახლებით უფროისად გესლისა მისგან მწამლველისა, რათა არა მოსწყდეთ სრულიად. არამედ გაქვნდენ თერიაყად გესლისა მის განმაქარველბლად სიმდაბლე და უპოვარებისა მოყვარება. და შეიყვარეთ ნაკლულევანებისა მოთმინება და არა მრავალისა ქონებისათვის ზრუნვა და კმასაყოფელისა დაჯერება, რამეთუ ესენი არიან მომაკვდინებელნი ზეშთამჩენობისა და განმაძებელი ამპარტავნებისა, ესე არს აღმაფრ...
საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნ...
იხილეთ სრულად
საყვარელნო, უხმარ არს გონიერთაგან ამპარტავნისა კაცისა სწავლება და შეუსმინარისა შეგონება, რამეთუ ვითარცა ცუდად შვრებიან მუშაკნი დათესვად მარილისა, რათა მწყურნებსა ადგილსა აღმოეცენოს მარილი და განმრავლდეს, ეგრეთვე ცუდად მაშვრალ იქმნებიან მოძღვარნი ამპარტავანთანი, რამეთუ, რა-იგი მას ნებავს, მას ისწავლის, და რა-იგი მოძღვარსა სწადის, არა შეისმენს. რამეთუ ეშმაკნი ღმერთმან შექმნნა ანგელოზად და ამპარტავნებისა მიერ გარდამოცვივნეს, რამეთუ რა-იგი იყო ნება ღ...
სიამაყე არის მწვერვალი ბოროტებისა და იგი ვერანაირი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ლოგიკით შეიძლება სიმართლე გაარკვიო. უსამართლობას და, მით უფრო, ბოროტებას ვერ ახსნი. ის, რაც აიხსნება, თავისი მიზეზები აქვს. ბოროტებას კი მიზეზი არ...
იხილეთ სრულად
სიამაყე არის მწვერვალი ბოროტებისა და იგი ვერანაირი ადამიანური ლოგიკით ვერ აიხსნება. ლოგიკით შეიძლება სიმართლე გაარკვიო. უსამართლობას და, მით უფრო, ბოროტებას ვერ ახსნი. ის, რაც აიხსნება, თავისი მიზეზები აქვს. ბოროტებას კი მიზეზი არ აქვს - იგი აუხსნელია.
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის ...
იხილეთ სრულად
ხოლო არიან, რომელნი უდებ–ჰყოფენ გზასა ამას და თვით გაუსწორებელნი მისდევენ გასწორებასა ქვეყნისასა. ესე ვითართა პირთათვის მშვენივრად მოეზავების სიტყვა ესე მაცხოვრისა: „მკურნალო, განიკურნე პირველად თავი თვისი“. ყოველი, რომელიც თავის შინაგან ცხოვრების გასწორებას არ ეცდება და არ დაამყარებს თვის შორის სრულ მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობას, იგი საერთოდ კაცთა შორის მშვიდობიანობას ვერ დააფუძნებს, არამედ პირიქით, ხშირად დაარღვევს მას.
აი, რას მ...
წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და სამშვინველი, ხან კი – სხეული და სული. მაშასადამე, სამშვინველი და სული ერთი და იმავე ნაწილის ოდენ სხვადასხვა სახელწოდებანია (ამიტომაც ქართულ ...
იხილეთ სრულად
წმიდა წერილის წარმოდგენილი ადგილებიდან ჩანს, რომ ადამიანს ხან მიეწერება სხეული (ხორცი) და სამშვინველი, ხან კი – სხეული და სული. მაშასადამე, სამშვინველი და სული ერთი და იმავე ნაწილის ოდენ სხვადასხვა სახელწოდებანია (ამიტომაც ქართულ კანონიკურ თარგმანში ყველგან „სული“: წერია! – მთარგმნელი). ამის დასტურად შეიძლება მივუთითოთ სხვა მაგალითებზეც. მაცხოვარი, წინასწარ იტყოდა რა თავისი ადამიანური სულის გაყრაზე სხეულისაგან კაცთა მოდგმისათვის სიკვდილის ჟამს, ა...
ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ იცნობდა თავის ახლანდელ, უკვე ბუნებრივ ცოდვებს და ხორციელ გრძნობებს. ადამიანის სხეულს გაცილებით უფრო ფაქიზი გრძნობები და შეუდარებლა...
იხილეთ სრულად
ცოდვით დაცემამდე ადამიანის სხეული უკვდავი იყო. მისთვის უცხო იყო სნეულება, სიმძიმე და სიტლანქე და არ იცნობდა თავის ახლანდელ, უკვე ბუნებრივ ცოდვებს და ხორციელ გრძნობებს. ადამიანის სხეულს გაცილებით უფრო ფაქიზი გრძნობები და შეუდარებლად თავისუფალი მოქმედება ჰქონდა. ადამიანს ამგვარი სხეულით შემოსილსა და ასეთი გრძნობის ორგანოებით, სულთა გრძნობადი ხილვაც შეეძლო, რომელთა რიგსაც თავად მიეკუთვნება სულით და რომლებთან ურთიერთობის უნარიც შესწევდა.