წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნდა თავი წინაშე ღვთისა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18.13). ამის მეტს იგი არაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმერთი სიტყვას არ მიჰხედავს, იგი განიცდის გულის გრძნობას. ჰსჩანს, რომ მეზვერემ კარგათ მოიგონა ყოველი ცუდი საქმე, ჰსჩანს, რომ იგი ფრიად შესწუხდა გულითა თვისითა, მან მოიძაგა თვისი ცოდვა, შემუსვრილითა სულითა და დამდაბლებულითა გულითა ევედრებოდა იგი ღმერთსა. გარნა ესეც არ იქნებოდა საკმაო მისდა განსამართლებლად, უკეთუ სულსა წმიდასა ამისთანავე არ დაენახა გულსა შინა მისსა, რომელ მან ესრეთ მოიძულა ცოდვა, რომ იგი აღარ მიიქცევა კვალად მისდამი; ისე ღრმად და მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში განშორება ცოდვისაგან, რომ იგი ამიერიდან აღარ იქმნეობდა მუშაკი ცოდვისა, არამედ მსახური ღვთისა. აჰა, რისთვის გამართლდა მეზვერე იგი, თუმცა იყო დიდი ცოდვილი. რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ

ძმაო ჩემო, ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს, ანუ გაამტყუნებს. შენ სდგეხარ აქ და ლოცულობ, ხოლო სული წმიდა, რომელი ისმენს ლოცვასა შენსა და გამოსცდის გულსა შენსა, მაშინვე შეადგენს განჩინებასა შენ სულზე; იგი იქავე, ანუ გაგამართლებს შენ, ანუ გაგამტყუნებს, ანუ გაგწმენდს, ანუ დაგსჯის თვით ლოცვისა შენისაგან. ძმაო ჩემო, ლოცვა ანუ გაამართლებს კაცს

ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს ჭეშმარიტი ლოცვა და მონანება, მიაქციე ყურადღბა ლოცვასა მეზვერისასა: „ხოლო მეზვერე იგი შორს ჰსდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას“ (ლუკა 18.13). მონანული მეზვერე, შემუსვრილი და შეწუხებული ვერ ჰბედავდა წინ დგომასა... იგი შორს სდგა... იგი ესრეთ იყო შეწუხებული თვისის საკუთარის გრძნობისაგან, რომელ თითქმის თავის თავი ეძაგებოდა მას. იგი ვერ ბედავდა ზე აღხილვად და გარემოს თვისსა მიხედვად: იგი მხოლოდ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა. ხოლო უკეთუ გსურს შეიტყო, ძმაო ჩემო, რაი არს

ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს ღმერთსა უღირსებასა თვისსა და გამოითხოვდეს მისგან ცოდვათა შენდობასა, და თუგინდ მლოცველი ჰგრძნობდეს თავის გულში, რომ მან შეძლებისამებრ თვისისა დაიცვა სჯული ქრისტესი და არა თუ არ შთავარდნილ–არს რომელთამე დიდთა ცოდვათა შინა, არამედ მადლითა ღვთისათა დაუმარხავს მცნებანი ღვთისანი, მაშინაც ამას უნდა მიაწერდეს ღვთის მადლსა და მადლობასა, შესწირვიდეს ღმერთსა, და გამოითხოვდეს მისგან, რათა მომავალს დროსაცა შინა დაიცვას იგი ცოდვათაგან. ლოცვაში კაცი შიშით და ძრწოლით უნდა აღუარებდეს

"ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა" (ლუკა 18.13). ბევრს სიტყვას ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრსა ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტვანი შენნი, ძმაო! ღმერთი ჰხედავს შენს გულს, იგი ჰხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა, გილხენს და გაცხოვნებს შენ. ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა (ლუკა 18.13).

"ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკ. 18.13). ცხად არს, თუ ვითარითა სიმდაბლითა, გრძნობითა და შემუსვრილითა გულითა ლოცულობდა მეზვერე იგი; იმან შეიგნო თვისი მდგომარეობა, იგი აღარ ატყუებდა თავის თავს. ვინ იცის, იქმნება, ისიც კი ორგზის იმარხვიდა, ვითარცა ფარისეველი შაბათსა; უკეთუ იგიც ათეულს აძლევდა მონაგებისაგან თვისისა, ვინაიდგან იგიცა იყო ურია; ხოლო ურიანი მტკიცედ აღასრულებდნენ ესრეთთა მცნებათა. გარნა როგორღა გაახსოვდებოდნენ მას ესრეთნი ფუჭნი საქმენი, ვინაიდგან გული მისი იყო შემუსვრილი, მას ახსოვდა მხოლოდ თვისი უღირსება და თვისი ცოდვა. ხოლო მეზვერე იგი შორს სდგა და არა იკადრებდა

მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატება, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება კაცსა მას, რომელი გზასა ზედა სდგას და წინ არ მიდის. ცხად არს, რომ ესრეთი კაცი მოჩვენებისათვის, ესე იგი, ფარისევლობით აღასრულებს ესრეთთა გარეგანთა საქმეთა. მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა

"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11). ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, კაცთმოყვარე და ღვთიმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესრეთთა სიტყვათა; იგი არის თავმდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკეთუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შეჰმუსრავს გულსა მისსა; იგი სიმდაბლესა შინა თვისსა ყოველთვის ჰრაცხს თავის თავს დანაშაულად და ცოდვილად ღვთის წინაშე: მას არა აქვს იმედი თავის თავისა, არამედ ღვთისგან ელის განმართლებასა. შენ მხოლოსა შეგცოდე ღმერთო! მე მხოლომან განვამწარენ წიაღნი მამულნი შენნი! უარესი ვარ მე და უცოდვილესი ყოველთა კაცთა!. აჰა, რას ლოცულობდნენ მარადის უდიდესნი წმიდანი, რომელნი იყვნენ აღვსებულ სულითა წმიდითა და სასწაულმოქმედნი! ხოლო ფარისეველი იქადის; იგი არად ჰრაცხს ზოგიერთსა ცოდვასა, იმას ცოდვად მიაჩნია მხოლოდ უსაშინელესი ცოდვანი, ვითარცა: მტაცებლობა, მრუშობა, კაცის კვლა; უკეთუ ესენი არ უქმნია მას, იმას თავისი თავი მიაჩნია წმიდად. არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ მეზვერე

"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა არ ბოროტის-მომქმედი, გარნა არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ გქონდეს, არამედ მადლი უნდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმან შენ გიწოდა სიწმინდისათვის, სათნოებისათვის, სასუფევლისათვის. უკეთუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისადმი, მაშასადამე რით გამართლდები? არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ მეზვერე

უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი მდგომარეობა, არა შენსა უარესსა, არამედ შენსა უმჯობესსა შეადარე შენი თავი; ცხოვრება შენი, ყოფაქცევა და სიცოცხლე შენი გაზომე საღმრთოითა მით საზომითა, რომელი გიჩვენა შენ მაცხოვარმან სიტყვითა და საქმით. უკეთუ გსურს შენ, ძმაო, შეიტყო შენი სულიერი

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1