ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე და შენის შრომით შეინახე შენი თავი და შენი ოჯახი. ოდესაც ღმერთი მოგცემს საკმაოდ საზრდოს, ესე იგი საჭმელს, სასმელს, ტანისამოსს, – მადლობა შესწირე ღმერთსა და ცოტაოდენი შენი ნაშრომისაგან განუყავი ობოლსა და გლახაკსა. თუ მოგაკლდა საზრდო, ანუ სხვა რაიმე უბედურება შეგემთხვა, მაშინაც სთქვი: „იყავნ, ღმერთო, ნება შენი“ ნუ დაღონდები, სულგრძელობით მოითმინე, ნუ დაკარგავ სასოსებას ღმერთზედ და ღმერთი შეგეწევა. ღმერთმან ჩვენზედ უმჯობესად იცის, რა არის ჩვენთვის საჭირო და სასარგებლო. შენი მხრით შენ კი უნდა ეცადო, რომ ჭკუითა, შრომითა და კეთილის მოხერხებითა შეიძინო, რაც საჭირო არის ამ ქვეყანაში კაცისათვის, და მერმე, რასაც მოგვცემს ღმერთი, იმით კმაყოფილი იყავ და მადლობდე ღმერთსა. გიყვარდეს მუშაკობა და შრომა, ეცადე შენის

უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს წუთისოფელს, უცხოობს საზოგადოებას, ეძებს განმარტოებას. ამგვარმა სიყვარულმა უბიძგა ათასობით სულს გადაეხვია წუთისოფლის ფართო გზიდან და წასულიყო უდაბნოში, რათა განმარტოებულიყო საყვარელ ღმერთთან. რათა საიდუმლოდ შეხვედროდა შემოქმედს, რომელიც სიყვარულია სახელითაც და არსებითაც. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხილვისა და მასთან შეხვედრის ღირსნი რომ გახდნენ, ბერები და მონაზვნები ტვირთულობენ მარხვასაც, შრომასაც, თავმდაბლობასაც, ურვასაც, სიღატაკესაც, მორჩილებასაც და სხვა აღთქმებსაც, მხოლოდ იმისათვის, რომ უფალ ღმერთთან შეხვედრის ღირსნი გამხდარიყვნენ! და ამ ვიწრო გზაზე მასთან შეხვედრის ღირსი ხდება სული, როცა გათავისუფლდება, განიწმინდება და გამშვენდება. უფლისადმი უდიდესი სიყვარული ვერ ჰგუობს


10000-ჯერ უჩვენე

ჩვენი სურვილები კი არ აღზრდის ბავშვს, არამედ ჩვენი ოფლის ღვრა, შრომა. რაც მინდა ბავშვში აღვზარდო, ის უნდა ვუჩვენო მას. გინდა, კეთილი იყოს? - კეთილი ინებე და 10,000-ჯერ უჩვენე, როგორი კეთილი ხარ თავად, და ეს ჩაითესება. გინდა, უყვარდე შენ და უყვარდეს ყველა? - 10,000-ჯერ დაანახე, როგორ გიყვარს ცოლი, შვილი, მეზობელი და სხვებიც კიდევ, ყველანი. გადახნულზე მარცვლის ჩათესვის მსგავსად, მასში ჩაითესება და ამოვა - გავა დრო და დაინახავ - თურმე შენ შვილში ეს სათნოება არის ჩვენი სურვილები კი არ აღზრდის ბავშვს, არამედ

უკუეთუ აღგიღებიეს თავით თვისით მსახურებაი ღმრთისა და განშორებულ ხარ საქმისაგან კაცობრივისა, და ზაცისა საზრდელი გიყოფიეს საზრდელად შენდა, და მინდობილ ხარ ღმრთისა, და სასოებაი გაქუს კეთილთა მათ საუკუნეთაი და ცხოვრებისა დაუსრულებელისაი, და გნებავს დიდებაი იგი უცვალებელი, ევლტოდე უკუე დიდებასა ქვეყნისასა, რომელი წარსწყმედს სულსა კაცთასა. და ნუ აჰმაღლდები ქებითა კაცთაითა და ნუცა მძიმე გიჩს გინებაი მათი. და განეშორე შფოთთაგან კაცობრივთა, და მიივლტოდე მათდა, რომელნი იტყოდიან, ვითარმედ: "მუხლნი ჩვენნი მოუძლურდეს მარხვითა", და მიემსგავსე მათ, რამეთუ იგინი არიან სუეტნი საღმრთონი, რამეთუ სიმცირითა საზრდელისაითა და სიდიდითა შრომათაითა მოიხადეს მათ მადლი ღმრთისაი და იქმნეს მკვიდრ ქალაქსა მას ზეცისასა უკუეთუ აღგიღებიეს თავით თვისით მსახურებაი

ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა მართალთასა! ვის შეუძლიან იგრძნოს სიტკბოება გულისა მათისა, ოდესცა იგინი ისმენენ სიტყვასა: "მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისა" (მათე 25.34). გათავდა ყოველი მათი შრომა და მწუხარება. მიიღეს მათ გვირგვინი, რომლისათვისცა იგინი იღვწოდენ და ურვიდენ ამ ქვეანაზედ; იხილეს მათ იგი, რომელსა სული მათი ეძიებდა მარადის; შეერთდნენ იგინი მასთან, რომელიცა იყო წადილი და მისწრაფება მათი ამ სოფელში. განსძღენ იგინი ხილვითა და სიტყვითა ტკბილისა და საყვარელისა მის მეუფისა, რომლისათვის ჰშიოდა და ჰსწყუროდა მათ ამ ქვეყანაზედ. "და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა" (მათე 25.46). ვინ გამოხატავს ბედნიერებასა და ნეტარებასა

ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების ნაშობი, რომლის სისასტიკე მეხისებურ ძლიერებით გამანადგურებელია სულიერ არსებათა შორის ყოველივე სიკეთისა. ამპარტავნება შობს მრისხანებას, ხოლო მრისხანება ათრობს ადამიანის გონებას და მიზეზია მოუფიქრებელ განუსჯელ მოქმედებათა. ამპარტავნება და მრისხანება მძვინვარე მტერია ადამიანთა შორის სიყვარულისა და წყაროა სიძულვილისა და განხეთქილებისა. კიდეც ამით არის ამპარტავნება საშინელი სენი რომ მისი შედეგი, გინა ნაშობი მრისხანება ბრაზ-მოსულ რისხვით შემსურავს მოყვარესა მისსა, რაზეც საღმრთო წერილი ესრეთ იტყვის: "ამპართავანთა ღმერთი შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი". ამპარტავანთა მოქმედების შედეგი შემუსვრაა, ხოლო მდაბლის შრომათა შედეგი მადლია და სულიერი ამაღლება. ეს სულიერი სენი, რისხვა, არის ამპარტავნების

შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა ძილისაგან, შესწირე ღმერთს მადლობა, ილოცე, ტაძრიდან დაბრუნებულმა წაიკითხე რომელიმე სულიერად სასარგებლო წიგნი და შეუდეგ საქმეს. გვარიანად რომ გაირჯები, ისევ ლოცვად დადეგ, ილოცე, შემდეგ ისევ წაიკითხე და ისევ შეუდექი საქმეს. ამგვარად იმოქმედე თანამიმდევრულად - ილოცე, იკითხე, გაისარჯე. მაგრამ შრომის დროსაც გონება მიმართე ქრისტესკენ, ლოცვით ევედრე, რათა შეგიწყალოს და შეგეწევა უთუოდ. თუ თანამიმდევრულად იმოქმედებ, მაშინ ყოველივეს - ლოცვასაც, კითხვასაც და შრომასაც შეასრულებ ხალისით და ბეჯითად. საქმიანობის მონაცვლეობა წარმოქმნის ხალისსა და აძლიერებს სიბეჯითეს. ხშირად გახსოვდეს აღსასრული, ქრისტეს სამსჯავრო და მარადიულობა. ეს ფიქრი შოლტივით ერეკება სასოწარკვეთილებასა და სევდას. შენი ცხოვრება წარმართე ასე: აღდგე რა

„პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს“. ამ სიტყვებით ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ დღიური საზრდო. ისრე კი არ უნდა იფიქრო, ძმაო, რომ კაცს შეუძლიან უქმად იყოს, არ იმუშაოს და ღმერთი თვითონ მისცემს საზრდოსა. არა, ძმაო, შენ შენი მხრით ყოველთვის უნდა მუშაობდე, შრომა და მოღვაწება არ დასტოვო; მისთვის მოგცა ღმერთმან ხელი და თავი, მისთვის ჩაგაბარა მიწა და წყალი, რათა იმუშაო, ისარგებლო; გარნა რადგანაც შენ სუსტი ხარ და ღმერთი ყოვლისა შემძლებელი არის, ამისთვის უნდა მას ევედრო კეთილად წარმართოს შენი მუშაობა, შენი ყანა ნაყოფიერ ქმნას. კაცი ღვთისაგან პურსა არსობისასა უნდა ითხოვდეს, ესე იგი რაც საჭირო არის ცხოვრებისათვის. მაშასადამე, კარგი არ იქმნება, რომ კაცმა ლოცვაში ითხოვოს ღვთისაგან ანუ სიმდიდრე, ანუ პატივი, ანუ დიდკაცობა. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. ამ

ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების მიზეზი გამხდარა ეს საძაგელი ჩვეულება, რამდენი მეზობელი, მოყვარე და ნათესავი გადაუმტერებია ერთმანეთისათვის. ერთი ძირითადი მიზეზი ამ სიძულვილის, შურისა და განხეთქილებისა, რომელსაც, სამქუხაროდ, ხშირად ვხედავთ მეზობელთა, ოყვასთა და ნათესავა შორის, სწორედ დაბეზღება და ენის მიტან-მოტანაა. ზოგიერთს ეს ჩვეულება ცოდვათაც კი არ მიაჩნია, მაგრამ ვნახოთ რას გვასწავლის საღმრთო წერილი, კერძოდ კი, მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლე. მოციქული გვეუბნება, რომ ღმერთის წინაშე სრული კაცი ისაა, ვინც არც სიტყვით სცდება, მას შეუძლია აღვირი მთელ სხეულს ამოსდოს (3, 2). ამას იმიტომ გვეუბნება, რომ ენით შეცოდება ადვილია და დიდ შრომას არ მოითხოვს და თუ იგი დაიმორჩილა კაცმა, სხვა ცოდვასაც ადვილად შეებრძოლება. ვინ მოთვლის რამდენი ვნებისა და მწუხარების


ბავშვი შევაჩვიოთ შრომას

ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ, - ესაა აღსაზრდელის შრომისადმი დამოკიდებულება. ჩვენ თითქოს გვებრალება მოზარდი და ვათავისუფლებთ მას შრომისაგან. ამის შედეგად ბავშვში ეგოიზმი ძლიერდება და იგი შრომას დამცირებად მიიჩნევს. ერთ-ერთი დიდი საკითხი, რომელსაც ნაკლებ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3