ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს.
ფილოსოფიურად მიუდექი წარმავალ საგანთა ამაოებასა და შეურყეველი ზეციური მოქალაქეობის რეალობას. იქ მოზეიმე ეკლესიაა, რომელიც აქაურ მებრძოლ ეკლესიას ელის და მის ამჟამინდელ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვებისთვის ლოცულობს.
იესო ქრისტეს მხურვალე რწმენა და წმინდა მამათა მართალი სწავლება ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს, რადგან მოვა დრო, როცა ეშმაკი რჩეულთაც შეაცდენს.
ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დ... იხილეთ სრულად
ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტ... იხილეთ სრულად
მხდალი მეომარი დიდებას მოკლებული, კადნიერების არმქონე და შერცხვენილია; მეფის ყურამდე მისი ერთი თხოვნაც არ აღწევს, ხოლო მამაცი მხედრის სავედრებელს მეფე მისი სახელის გაგონებისთანავე შეისმენს.
მართალი ლოთი დღედაღამ იტანჯებოდა, რადგან ხედავდა გარყვნილთა უსჯულო, ბილწ საქმეებს და მაინც არავის განიკითხავდა. ამის გამო ღვთის გამოცხადებისა და გადარჩენის ღირსი გახდა. შენც მხოლოდ საკუთარი თავისა და ცოდვის მიმართ იყავი ყურადღე... იხილეთ სრულად
კურთხეულო სულო, ცხონების გზაზე მხდალი ნუ იქნები. ერთმანეთის დახმარებით ერთად გავივლით მას. სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მადლი ღვთისა იყოს ჩვენთან. ის ჩვენს მიშვებულ გულისსიტყვებს მჭიდროდ შემოზღუდავს და მოთმინებით გ... იხილეთ სრულად
ზღვის ღელვა და დაყუდება, ომი და მშვიდობა, ჯანმრთელობა და სნეულება, მოგება და წაგება – თითოეული ადამიანის ცხოვრების გზაა, რომელიც სიკვდილით სრულდება.
მტანჯველი სიზმრები და შფოთი ეშმაკის შურის ქარიშხალია. მას სურს სულიერი გზის დასაწყისშივე შეგაშინოს და გათქმევინოს: „თუკი გზის დასაწყისშივე ჩემს ძალებზე აღმატებულ განსაცდელებს ვხვდები, ბოლომდე როგორ გავუძლებ ამას?" ამრიგად, სატანა ... იხილეთ სრულად
უფლისმიერ საყვარელო შვილო, მოიშორე იმედგაცრუება და თქვი: „სიკვდილამდე ვაიძულებ თავს, სრულყოფილებას ვეძიებ და უვნებობას მივაღწევ, და თუ ჩემი უძლურების, სიკვდილის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ამას ვერ შევძლებ, მწამს მამათა გადმოცემისა... იხილეთ სრულად