ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხ...
იხილეთ სრულად
ზომაზე მეტად რატომ დარდობ და მწუხარებ? ღვთის განგების გარეშე არაფერი გვემართება, ამიტომ შეუძლებელია შემთხვევითი გარემოება გვმართავდეს. ღვთისთვის ცნობილია, რაც ჩვენს თავს ხდება. შესაბამისად, ჩვენს ძალაზე აღმატებული არაფერი შეგვემთხვევა!
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვ...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ღრმად და ხშირად მოხნავს ქრისტიანის გულს მწუხარება და განსაცდელი, მით უფრო სუფთა და ნაყოფიერი გახდება ის. ამიტომ სიმხნევე, იმედი და მოთმინება ვიქონიოთ, რომ დიდების გვირგვინი მივიღოთ! განსაცდელი და მწუხარება გადაგვარჩენს. ვინც მწუხარებას გაურბის, სიხარულს ნუ მოელის.
შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლო...
იხილეთ სრულად
შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლოებებში იჭრება და მის უჩინო და დაფარულ მხარეებს წარმოგვიდგენს. როგორც კი გამოსახვას დაიწყებს, ლოცვით წაშალე სურათი. რაც უფრო დააყოვნებ, შემდეგში მით მეტი შრომა და ტკივილი შეგხვდება.
გისურვებ, უფალმა მოგცეს მოთმინება, განათლება, გულისხმისყოფა და ჯანმრთელობა, რომ სიბრძნითა და სიმშვიდით შეძლო ძმობის ხომალდის მართვა. შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით....
იხილეთ სრულად
გისურვებ, უფალმა მოგცეს მოთმინება, განათლება, გულისხმისყოფა და ჯანმრთელობა, რომ სიბრძნითა და სიმშვიდით შეძლო ძმობის ხომალდის მართვა. შფოთი არასოდეს შეწყდება, რადგან არსებობს ეშმაკი, რომელიც მუდმივად თავს გვესხმის თავისი ბოროტებით. უდრტვინველად მოვითმინოთ ძმების უძლურებები და შინაგანად დავიმდაბლოთ თავი, მაგრამ კრებულის მართვის საკითხში წინამძღოლის ადგილი შევინარჩუნოთ.მოთმინება იქონიე, შვილო. თითოეული ადამიანი შრომის მიხედვით მოიმკის. ღვთისთვის ვიშ...
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კო...
იხილეთ სრულად
სიჭაბუკე არ ივიწყებს თავის ბუნებრივ კანონებს. ამიტომ ის ღვთის ტაძრის (1 კორ. 3, 16), ციხე-სიმაგრის წინააღმდეგ ბილწ გულისსიტყვათა აზვირთებულ ტალღებს მიმართავს, რომ პირუტყვულ გულისსიტყვათა და უწმინდურობათა ბუნაგად აქციოს.გაექეცით ბილწ წარმოდგენებს. ბაბილონური გულისსიტყვები გაანადგურეთ და სულის მახვილით, ლოცვით მოაკვდინეთ, რომ კურთხეულ იყოთ იმ დღეს, როცა ადამიანთა დაფარული გაცხადდება.
სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთ...
იხილეთ სრულად
სიტყვა „მღვიძარება“ მომდინარეობს ზმნისგან „მღვიძავს“, ანუ ვფრთხილობ, ვფხიზლობ, თვალყურს ვადევნებ. როცა ჩვენ ვფრთხილობთ, ვფხიზლობთ, ვმღვიძარებთ, ვიცავთ გონებას, მაშინ ჩვენი სულის სახლი კარგად არის დაცული და სულებს გადავირჩენთ, რისთვისაც მთელი ცხოვრება ვიღვწით.
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირ...
იხილეთ სრულად
იმის ნაცვლად, რომ ქრისტესმიერი სიმხნევე და სიქადული გქონდეთ მის სადიდებლად, ვინც ასეთი ღვაწლის ღირსი გაგხადათ, თქვენ პირიქით, მწუხარებით, გულისსიტყვებითა და დრტვინვით აღივსეთ? ვიმეორებ, უნდა გეამაყათ, რომ თქვენ, უბადრუკები და უღირსები, უფალმა ღვთის განგების იარაღად გაქციათ იმ რჩეული სულების ხსნისთვის, რომლებისთვისაც ქრისტე მოკვდა.
მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავება კი არ არის, უმთავრესად საცნობელთა მკაცრი დაცვაა. როცა საცნობელი გარედან საზრდოობს, ის გონებასა და გულში შესაბამის შხამს ავრცელებს, რის გამოც საბრალო სული ღვთისთვის კვდება.