ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


ცოდვის დაძლევის პროცესი მადლის მომნიჭებელი ღვაწლია

ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვს, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის შინაგანი ნეტარებისა და მადლის მომნიჭებელი ღვაწლი, მსვლელობა ცად აღმყვანებელ კიბეზე, რომლის თითოეული საფეხურის დაძლევა გარკვეული გამოცდის ჩაბარების ფასად ხდება. ცოდვათა დაძლევის პროცესი ადვილი არ არის და

ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა სიყვარულისა ჩემისა, არამედ მე კაცი ვარ ცოდვილი და უკეთუ მართალი ძალით ცხონდეს, მე რაოდენი უფროსი მიხმს, რათა არა განვარდე სასუფევლისაგან, რამეთუ მამა ჩემი და წინამძღუარი მოღვაწეთა დიდი ანტონი; გასმიეს განაღა მრავალ გზის თუ ვითარსა მოღვაწებასა დასმინებდა მოღუაწებათა ზედა და ყოვლად არა მოაკლო სიბერესა შინა თვისსა შრომა, რომელსაც ჭეშმარიტად მოეღო გულსავსება დამკვიდრებად ანგელოზთა თანა; კუალად დიდი მაკარი, რომელმან იგი ყოველი ცხოვრება თვისი მოღვაწებასა შინა აღასრულა, იხილეთ, ვითარღა მოშიშ იყო, რაჟამს იგი განვიდა ხორცთაგან ბოროტნი და ჰაერის მცუელნი ეტყოდეს, ვითარმედ მაკარი განხუედ და განგუერი, ხოლო სამგზის სანატრელმან სიმდაბლე ხორციელი სულითაცა დაიცუა, ვიდრემდის არა შეიწყნარა იგი ნათელმან ღვთაებისამან, არა რქუა მდევართა მათ თვისთა, თუ განვერი ხელთაგან თქუენთა და ყოველნი წმიდანი მამანი, დიდითა ღუაწლითა განერნეს ეშმაკისა მზაკუარებათაგან. ხოლო მე ცოდვილსა ამას რაოდენ უმეტეს მიხმს ღუაწლი, რათა არა მივეცე სასჯელსა მას ულხინებელსა და დაუსრულებელსა, რამეთუ წერილ არს, რომელსაცა ზედა ვინ იპოვოს, მასცა ზედა განიკითხოს. აწ უკუე ლოცვა ჰყავთ ჩემთვის ძმანო; რათა მომცეს ღმერთმან მოთმინებაი და ძალი და რათა იყვნეს მღვიმე ესე დასაფლველცა უბადრუკთა ამათ ხორცთა ჩემთა. ხოლო თქუენ გამოირჩიეთ თქუენ ზედა წინამძღუარი, რომელიც შემძლებელ იყოს განგებად სულთა თქუენთა ცხოვრებისა. ძმანო ჩემნო, ღმერთმან მოგეცინ მადლი ყოველთა

image
image თემა: თავმდაბლობა
ავტორი: წმ. შიო

ასეთ საქმეს ორმაგი მადლი აქვს – მორჩილებისა და ლოცვის

როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ, საქმეს ორმაგი მადლი აქვს – მორჩილებისა და ლოცვის. მორჩილებით აღსრულებული საქმისგან სასყიდელს მივიღებთ, ლოცვა კი მას განწმენდს. ხელსაქმეს თუ ფიზიკურ შრომას, რასაც თან ახლავს ლოცვა, განსაკუთრებული მადლი აქვს. როცა ბაგეები ლოცულობენ და ხელები შრომობენ


ტვირთული ჯვრის შესაბამისი დიდება და განსვენება

როდესაც სული ზეციურ ნეტარებაში იხილავს, რომ დიდება და განსვენება ტვირთული ჯვრის შესაბამისი მიეცა, თავს დაიტირებს, რატომ არ იტვირთა უფრო დიდი ჯვარი, უმეტესი დიდება და განსვენება რომ მიეღო. იტყვის: „მაშინ შრომა ხანმოკლე იყო, ხოლო ახლა საუკუნო სიკეთეს ვაკლდები!“ მამამთავარი აბრაამიც კი, როცა სასყიდლის განაწილებას იხილავს, დანანებით იფიქრებს, რატომ მეტად არ იღვაწა! როდესაც სული ზეციურ ნეტარებაში იხილავს, რომ

752. ერთ სქოლასტიკოსს, საცხოვრებლის მამებისთვის საყვარელ, ქრისტესმოყვარე კაცს, რომელიც ღვთის გულისათვის ჩვეულებრივ ყოველთვის გულმოდგინედ ასრულებდა მათ თხოვნებს, აბბამ აუცილებელ და გადაუდებელ საქმეში დახმარება სთხოვა; მაგრამ ის, ეშმაკის მანქანებით, ამ საქმეში სიზარმაცემ შეიპყრო. შეწუხებულმა აბბამ იმავე ბერს ჰკითხა, თუ რა მიეწერა მისთვის.
მან შემდეგი წერილის დაწერა ბრძანა: „ვიცით, რომ გაჭირვებთ და გავიწროვებთ, გაბეზრებთ რა თავს ჩვენი საქმით, მაგრამ შენც შეურაცხგვყოფ, როდესაც ზარმაცობ და არაფერს აკეთებ. გულახდილად გვითხარი თუ გამძიმებთ და ამიერიდან აღარ შეგაწუხებთ; ღმერთი ჩვენი მოთხოვნილებების აღსრულებაში, შენი მეშვეობით თუ არა, სხვისი ხელით დაგვეხმარება. ასე რომ, ან ეცადე ჩვენი საქმისთვის, ან გვითხარი რომ არ გსურს ის და მაშინ თავად ღმერთი იზრუნებს ამისთვის და ილოცე ჩვენთვის.
როდესაც სქოლასტიკოსმა ეს მოისმინა, გული თითქოს ცეცხლმა აუბრიალა. მან მინდობილ საქმეში გულწრფელად იშრომა, მამების ლოცვით მალე წარმატებას მიაღწია და მათი გადაუდებელი საჭიროება ამით უზრუნველყო. ამის შემდეგ, ის მამებთან მივიდა, თავი მოუხარა და შენდობა ითხოვა.
რა დიდი ძალა აქვს ძლიერის სიტყვას, რომელსაც სულიწმინდა წარმოშობს. ის ყველაფერს სწრაფად ასრულებს, ვინაიდან: „ბრძენთა სიტყვები, - ამბობს წერილი, - წვერგამახული სოლებია“ (ეკლეს. 12, 11); ასევე მოხდა აქაც: საქმე აღსრულდა და იმ ადამიანის სული სიზარმაცისაგან განიკურნა, რომელიც ყველა ბოროტების დედაა. ერთ სქოლასტიკოსს, საცხოვრებლის მამებისთვის

ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა უხსენ, ოდესცა მოვიდეს და ამისგან უძნელესი უკანასკნელ სხვა: ოდეს მოვიდეს ქრისტე განსჯად ცოცხალთა და მკვდართა, ოდეს დაჯდეს საყდართა დიდებისათა, და ყოველნივე მეფენი და მთავარნი მის წინაშე დგენ შეძრწუნებულნი და ქვედადრეკილნი, და გვეტყოდეს: - აწ, ერო ჩემო, რჩეულო ჩემო, თქვენთვის დავმდაბლდი, თქვენთვის განვხორციელდი, თქვენთვის ტანჯვანი თავს ვიხსენ, - გვიჩვენოს თავი თვისი ეკლის გვირგვინისაგან ნაწერტი, პირი ნანერწყვი ურიათაგან, ბეწნი ნაგვემნი, ყვრიმალნ ნაცემნი, ხელნი და ფეხნი დასმჭვალულნი, გვერდნი განგვრემულნი, - ესე ყოველი თქვენთვის დავითმინე, რათა ჯოჯოხეთით გიხსნა. აწე თქვენ რა უკვე მოითმინეთ ჩემთვის, რა ძღვენი მოგიღებიესთმოთმინებისა? – მომართუთ მე! ვაი, რა-მე მიუგოთ, მითხარით მე? მაშინ დიდად სირცხვილეულნი იქმნებიან უთმინონი კაცნი! საზარელ არს მას დღესა განვარდნა პირისაგან მისისა, უძნელეს არს ყოველთა ტანჯვათა ჯოჯოხეთისათა. მაშინ ვინღა იყოს შემწე მისი? რომელიღა გამოჩნდეს მეოხი მისი, ოდეს გამოხდეს განჩინება და მიეცეს ეშმაკსა წარმწყმედელსა? ნუ, ძმანო საყვარელნო! შევიშინოთ დღისა მისთვის და ჟამისა და აწე სოფელსა ამას შინა მოვითმინნეთ ჟამნი მოსათმენელნი, რათა არა ძნელსა მას და უთმინოთა მოსათმენელისა მოთმენად შევიქმნეთ. აქვე თავს ვიდვათ წუთისა ამის ჟამისა ჭირნი და შრომანი, რათა მას ძნელსა ჭირსა და პყრობილობასა განვერნეთ და საუკუნოისა სატანჯველთაგან ვიხსნეთ და ქრისტეს თანა ვიხარებდეთ უკუნისამდე, ამინ. ნუ, ძმანო უთმინოებასა ესე ყოველივე წინა


ასეთი მორჩილება „აიღე და წყალში გადააგდე“!

ნახე, როგორ გაბრწყინდნენ ძველი დროის მორჩილები: მათ ყველაფერი მორჩილების სამსხვერპლოზე მიიტანეს; სულიერ წინამძღვრებს სრული რწმენით, მორჩილებითა და სიყვარულით სათნოეყვნენ. შენ კი ჯერ მოძღვრის სიტყვებს განსჯი, შენში გულისსიტყვები აღიძვრება და შესაბამისად, ან მორჩილებას აღასრულებ, ან ურჩობ. ასეთი მორჩილება „აიღე და წყალში გადააგდე“. არა გულისსიტყვები, არამედ შრომა! არა შეპასუხება, არამედ სიკვდილი! სიკვდილი მორჩილებისთვის! ღვთის წინაშე მორჩილების აღმასრულებელნი მხოლოდ ასე გავმართლდებით. ნახე, როგორ გაბრწყინდნენ ძველი დროის


ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება

ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება


ნუ დაგღლის გაფანტული გონების მრავალგზის უკან დაბრუნება!

ნუ დაგღლის გაფანტული გონების მრავალგზის უკან დაბრუნება. ღმერთი შენს გულმოდგინებასა და შრომას დაინახავს და გამოგიგზავნის თავის მადლს, რომელიც გაფანტულ გონებას შემოკრებს. სადაც მადლია, იქ ყველაფერი სიხარულით, ძალისხმევის გარეშე ხდება. ნუ დაგღლის გაფანტული გონების მრავალგზის უკან


შესაწირავი ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს

თითოეულმა ოჯახმა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ იგი ღირსი გახდა შეხვედროდა ამ დიდებულ თარიღს და ვალდებულია, სათანადოდ მოემზადოს ამისთვის, ვალდებულია, იმ მოგვების მსგავსად, რომელთაც თაყვანი სცეს და საუკეთესო ძღვენი მიართვეს ბეთლემის ბაგაში მწოლ ახლადშობილ მაცხოვარს, თავისი შესაწირი გაიღოს მის სადიდებლად. ეს შესაწირი უწინარესად უნდა იყოს გულმხურვალე ლოცვა, ჩვენი ქრისტიანული ეკლესიური ცხოვრება, ჩვენი შრომა, ჩვენი ნამუშაკევი, ჩვენი კეთილი საქმეები. თითოეულმა ოჯახმა, ჩვენგანმა უნდა იგრძნოს, რომ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3