რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ,...
იხილეთ სრულად
რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ამიერიდან ჩვენი დამაბრკოლებელი სხეული. და, რამდენადაც ბოროტება არ იკურნება რაიმე სხვა საშუალებით, გარდა – მხურვალე ცრემლისა, მაშ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის სული.
ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არ შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არ შეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა საშუალებ...
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახ...
იხილეთ სრულად
ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს.
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტე...
იხილეთ სრულად
წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა".
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარ...
იხილეთ სრულად
ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყ...
იხილეთ სრულად
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყველაზე საწყალობელ მდგომარებამდე მიჰყავს, ართმევს კეთილი საქმეების ჯილდოს; განსაკუთრებით ართმევს იგი ადამიანს ზეციური სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას
იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებე...
იხილეთ სრულად
იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებელია, უფლისადმი ვილოცოთ, რათა მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რომ შევძლოთ, წინ აღვუდგეთ ცოდვას და მისი მონები არ გავხდეთ.
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდ...
იხილეთ სრულად
ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდავთ. ცოდვა ხომ მადლმოსილი უფლის მტერია?
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უ...
იხილეთ სრულად
უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უფალი ის არსებაა, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არაფრად ჩანს, ხოლო ცოდვა იმდენად საზიზღარი სიბილწეა, რომ მასთან შედარებით ყველა სხვა უბედურებას ბოროტებას ვერც კი ვუწოდებთ. დაბოლოს, ცოდვა უზარმაზარი ურჩხულია როგორც აქ, ის...
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ მამისეული სახლიდან წასვლით უძღები შვილი ძალიან უგუნურად მოიქცა. რა შეემთხვა მას, როდესაც მამამ შეწყვიტა მისი ხელმძღვანელობა?! მანამდე იგი მუდმივად მამის უბეში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ის გააკეთა, რაც თ...
იხილეთ სრულად
იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ მამისეული სახლიდან წასვლით უძღები შვილი ძალიან უგუნურად მოიქცა. რა შეემთხვა მას, როდესაც მამამ შეწყვიტა მისი ხელმძღვანელობა?! მანამდე იგი მუდმივად მამის უბეში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ის გააკეთა, რაც თავად მოისურვა. ადრე მას მამის ყველა მსახური ემსახურებოდა, ისინი მასთან ალერსიანები იყვნენ, პატივს სცემდნენ, როგორც მამისეული ქონების მემკვიდრეს. ის, როგორც მამამისი, ბატონად ითვლებოდა სახლში და ნებისმიერ საგანზე ჰქონდა ძ...