მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი უფლის სიყვარულისთვის. მიჰბაძე მას, რომ თავისი სიყვარული მოგანიჭოს, რადგან ამბობს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე“ (იოან. 14, 21). მისი ერ...
იხილეთ სრულად
მოთმინება, შვილო! ესეც ჯვარია; იტვირთე იგი უფლის სიყვარულისთვის. მიჰბაძე მას, რომ თავისი სიყვარული მოგანიჭოს, რადგან ამბობს: „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარდე მე“ (იოან. 14, 21). მისი ერთ-ერთი მცნებაა მორჩილებით და ჯვრის ტვირთვით გოლგოთაზე ასვლა.
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილ...
იხილეთ სრულად
შეგიძლია ღვთის მოწყალება გაზომო? ყველაზე ცუდი ადამიანის ცოდვებიც კი ღვთის მოწყალების წინაშე იგივეა, რაც ოკეანისთვის ერთი მუჭა ქვიშა. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის მოწყალებას აღემატება. ღმერთი დედას ჰგავს. განა შესაძლებელია შვილის ცოდვამ დედის სიყვარულს სძლიოს? თუ დედას ასე უყვარს შვილი, როგორ უსაზღვროდ ვუყვარვართ ღმერთს, რომელმაც სიყვარული საქმით გვიჩვენა და ჯვარს ეცვა ჩვენთვის? პეტრე მოციქულმა სამჯერ უარყო უფალი და სინანულმა აღადგინა იგი. ქრი...