თემა: გონება, სასწაულები, ქრისტიანობა, ღმერთი
ღმერთს ძალუძს, შექმნას ისიც კი, რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია. ასეთია - სასწაულები, ბუნების კანონებზე აღმატებული ღვთის ყოვლისშემძლეობის ქმედებები და ამიტომ ადამიანის გონებისთვის გაუგებარია, რითაც სავსეა ქრისტიანული რელიგიის ისტორია და რაც, უწინარეს ყოვლისა, საჯილდაო ქვაა რაციონალისტებისათვის, ანუ მათთვის, ვინც ნამდვილად და უეჭველად აღიარებს მხოლოდ გონებისათვის მისაწვდომს და იმას - რაც ბუნების კანონებიდან გამომდინარეობს.