თემა: ვნებები, სიბრძნე, წუთისოფლის სიამოვნებანი, ჭეშმარიტება
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება - რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებანი და ვნებები ჩამოეფარებიან მის წინაშე ჭეშმარიტების ნათელსა და ღვთიურ სიბრძნეს.