ავტორი:
სულიერი მარგალიტი
თემა: ადამიანი, ამპარტავნება, სათნოებები
ნუ იამაყებ, ადამიანო, როდესაც მტვერი და მიწა ხარ!რას მიიღებ შენი დიდებისაგან, როდესაც მცირე ხნის შემდეგ ყველაფერს ხრწნა წარიტაცებს? ღრუბლებზე მეტად ნუ ამაღლდები და იცოდე, რომ მიწა და ფერფლი ხარ; მიწიდან ხარ აღებული და სულ მალე მიწადვე მიიქცევი; დიდი ხარ, სუფთა და სამართლიანი, ვიდრე ღმერთი შეგეწევა; უფალმა შეგქმნა და მისით დგახარ; ნუ უარყოფ და ნუ დაივიწყებ კეთილისმყოფელს, შესაძლოა, სათნოებას აღასრულებ კიდევაც, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ უფალი დაგეხმარა.