image

თემა: განსაცდელები

თუკი სუსტი საგანი, რომელიც მყარს შეეჯახება, ზოგჯერ იმსხვრევა, ბუნებაში მრავალ ისეთ მოვლენასაც ვხვდებით, როცა დაბრკოლებისას საგნის ძალა იზრდება და უფრო მტკიცდება. მდინარე ჩუმად მიადინებს თავის წყლებს, როცა მისი კალაპოტი ფართოა: სწრაფად და ძლიერად მიისწრაფის მაშინ, როცა გარშემო ვიწრო, კლდოვანი ნაპირები აწვება. ბჟუტავს და სრულიად ქრება ნაპერწკალი, როცა ჰაერი არ მოძრაობს: ხოლო დიდ კოცონად გადაიქცევა, როცა ქარი ცეცხლს გააღვივებს. ქრისტიანი, არ მცონარებს, ყოველთვის უფალს მონებს და (რომ. 12, 11), მისდამი მხურვალე სიყვარულს განიცდის; მაგრამ ის მეტად მოშურნე ხდება, როცა ღვთისთვის სათნო საქმეების კეთებისას განსაცდელსა და დაბრკოლებებს აწყდება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები