მეუდაბნოე.

ერთ ეგვიპტელ ბატონს უკვირდა ღირსი პიმენის მდუმარება უდაბნოში და სტუმრობის ნება სთხოვა. ბერი შეწუხდა და თავისთვის გაიფიქრა:
    „თუ თავადები ჩემთან სიარულს დაიწყებენ, მაშინ მთელი ხალხი ჩემთან მოვა; ეს ხელს შემიშლის მეუდაბნოე ცხოვრებაში, შესაძლოა, ამპარტავნების ბადეშიც გამხვიოს“.
    ასეთი განსჯის შემდეგ წმიდა პიმენმა გადაჭრით უპასუხა:
    „ძალიან ვთხოვ თავადს, ნუ მოვა ჩემთან, რამეთუ უმალ აქაურობას დავტოვებ, ვიდრე იგი მე მიხილავს“.
    თავადი დამწუხრდა და თქვა:
    -როგორც ჩანს, ჩემი ცოდვებია იმის მიზეზი, რომ უფალმა ღვთის კაცის ხილვის ღირსი არ გამხადა.
    მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ნებისმიერი საშუალებით მოეპოვებინა ღირსი მამის ხილვის ეს უდიდესი ბედნიერება. მაშინ მან საპყრობილეში ჩააგდო ბერის დისწული, იმ იმედით, რომ წმიდა პიმენი შუამდგომლობას გაუწევდა ყმაწვილს.
    -თუკი ღვთის მოსაგრე მოვა ჩემთან, - თქვა მან, - ამ ახალგაზრდა კაცს გავათავისუფლებ; თუ არა, მაშინ დავსჯი მას.
    ამის მოსმენაზე ბედკრული დედა შეშლილივით გაიქცა თავის ძმასთან და ქვითინით უამბო თავისი შვილის ბედისა და იმ პირობის შესახებ, რომლითაც თავადი მის შვილს სასიკვდილო განაჩენს შეუცვლიდა. მაგრამ მოსაგრემ მას კარიც კი არ გაუხსნა, არც პასუხი გასცა. ბოლოს მწუხარებით გულმოკლულმა დედამ ლანძღვა და ყვედრება დაუწყო მას:
    -უმოწყალო და უზნეო ადამიანო! ნუთუ არ გაღელვებს ღვიძლი დის ცრემლიანი ვედრება? ნუთუ არ გაღელვებს დისწულის უეჭველი სიკვდილი?
    მთელი ამ ყვედრების პასუხად მოსაგრემ მხოლოდ თავისი მოწაფის პირით შეუთვალა:
    -პიმენს შვილები არ ჰყავს და ამიტომ არ დარდობს.
    ამ მწარე პასუხით დაბრუნდა დედა, თან ტიროდა და ძმას სწყევლიდა.
    ბოლოს თავადმა თქვა:
    -უკიდურეს შემთხვევაში, მომწეროს მაინც რამე.
    მაშინ ბერმა მას ასეთი რამ მისწერა:
    „თქვენმა ხელმწიფებამ კარგად გადაამოწმოს ყმაწვილის დანაშაული; თუ იგი სიკვდილს იმსახურებს, დაე, მოკვდეს, რათა ამ დროებითი სასჯელით მარადიულ ტანჯვას გადაურჩეს; ხოლო თუ დანაშაული სიკვდილს არ იმსახურებს, მაშინ იგი შესაბამისად დასაჯე და გაუშვი“.
    წერილის წაკითხვის შემდეგ თავადი გააოცა ღვთისმოშიში და მართლმსაჯული მეუდაბნოის დიდსულოვნებამ და გონიერებამ. იგი მაინც ვერ გახდა ღირსი იმ ბედნიერებისა, რომ მოსაგრე ეხილა, მაგრამ უხაროდა, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ხელით დაწერილი წერილი მაინც მიიღო და ყმაწვილი გაათავისუფლა.
    დღევანდელი ცრუ-მგრძნობიარე ადამიანები ცოტათი თითქოსდა ღირსი პიმენივით სასტიკი გულისანი ვართ. მაგრამ რა ფასი აქვს მათ აზრს - ისინი ხომ ამაოა! ღირსმა მოსაგრემ თქვა, რომ დანაშაული, რომელიც სიკვდილს იმსახურებს, უნდა აღსრულდეს, რათა დამნაშავე ამრიგად მარადიულ სასჯელს გადაურჩეს; ხოლო დანაშაული, რომელიც სიკვდილს არ იმსახურებს, ასევე კანონით უნდა დაისაჯოს, რათა დამნაშავე სხვებისთვის სამაგალითოდ გამოსწორდეს. მას რომ ეთხოვა ის, რასაც მისგან მოითხოვდნენ, კანონის საწინააღმდეგო იქნებოდა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები