თემა: ვერცხლისმოყვარება, მოწყალება
როგორ გახდა ვერცხლისმოყვარე მონაზონი გულუხვი.
ქალწული მონონია, რომელიც ახალგაზრდობაში აღიკვეცა მონაზვნად, თავმდაბალი და ღვთისმოსავი იყო, მაგრამ სინამდვილეში კერპებს სცემდა თაყვანს, რადგან აგროვებდა სიმდიდრეს და მოწყალებას არ გაიღებდა. მას ჰყავდა ძმისწული, რომელიც ძალიან უყვარდა და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რაც შეიძლება მომგებიანად გაეთხოვებინა იგი. ამასობაში თავისი ზეციური სასიძო დაავიწყდა.
წმიდა მაკარი, ღატაკთა მზრუნველი, გულშეძრული უყურებდა ამ გზააბნეულ მონაზონს. მან გადაწყვიტა, იგი კერპებიდან ღვთისკენ მოექცია, რაც ასეთი სახით აღასრულა: ახალგაზრდობაში ქალს იშვიათი ნივთები ძლიერ უყვარდა. ასე რომ, ერთ დღეს მონაზონთან მისულმა ღირსმა მამამ მას უთხრა:
-ვიღაც ძალიან ძვირფას ქვებს - ზურმუხტსა და იაგუნდს ყიდის; არ ვიცი, მისი საკუთრებაა ისინი, თუ მოპარულია, მაგრამ გარწმუნებ, ისინი იშვიათი შემამკობელი იქნება შენი ძმიშვილისათვის. ვაჭარი მას ძვირად არ ყიდის - სულ რაღაც ხუთას ოქროდ.
მონონიას ძალიან გაუხარდა და წმიდა მაკარის სთხოვდა, რომ ასეთი იშვიათობა ხელიდან არ გაეშვა. თვითონ მას მონასტრიდან გასვლა არ სურდა, მაგრამ ფული მაშინვე მიუთვალა.
ღვთისმოსავმა მაკარიმ ოქრო გამოართვა და რამდენიმე დღის განმავლობაში მონაზონთან შეხვედრა არ ისურვა. თვითონ მონონიამ კი სირცხვილის გამო ვერ გაბედა, ვინმე გაეგზავნა მასთან, რადგან მაკარი ყველასგან პატივცემული ადამიანი იყო და საყოველთაო ნდობით სარგებლობდა. ბოლოს მონონია მას ტაძარში შეხვდა და ჰკითხა, უყიდა თუ არა მას ძვირფასი ქვები? ღირსმა მამამ უპასუხა:
-ისინი სახლში მაქვს, ხომ არ ისურვებდი, ჩემთან წამოსულიყავი და გენახა? თუ მოგეწონება, წაიღე, თუ არ მოგეწონება, უკან დაიბრუნე შენი ფული. მონონია სიხარულით წავიდა მასთან.
-პირველად რომლის ნახვას ისურვებ - იაგუნდის თუ ზურმუხტის? - ჰკითხა მას სახლში მისვლისას წმიდა მაკარიმ.
-როგორც ინებებ, - უპასუხა მონონიამ.
ღირსმა მამამ იგი ერთ ოთახში შეიყვანა. მონონიამ დაინახა მამრობითი სქესის უამრავი ღატაკი, კოჭლი, ბრმა, უძლური, რომლებიც მაგიდასთან ისხდნენ და მონონიას ლოცავდნენ...
-აი, შენი იაგუნდები, - უთხრა მაკარიმ და ამ ადამიანებზე მიუთითა, შემდეგ კი მეორე ოთახში გაიყვანა. გაოცებული მონაზონი უსიტყვოდ გაჰყვა. მეორე ოთახში მან დაინახა ქალები, რომელთაგან ზოგი მოხუცებული იყო, ზოგი დაუძლურებული. ისინი სადილობდნენ და მანონიას სახელს ლოცავდნენ.
-აი, შენი ზურმუხტები, - უთხრა მაკარიმ და მათზე მიუთითა, - როგორ ფიქრობ, განა არსებობს რაიმე უფრო ძვირფასი ამ ქვებზე? თუ გსურს, აიღე ისინი, თუ არ გინდა, დამიტოვე და უკან წაიღე შენი ფული.
მონაზონმა არ იცოდა, რა პასუხი გაეცა წმიდა მაკარის ამ საქციელზე და სირცხვილით თავზარდაცემული უსიტყვოდ წავიდა.
მარტოდ დარჩენილი მონონია დაფიქრდა, გაიხსენა მთელი თავისი ცხოვრება მოსაგრეობის დროს და ვერცერთი მის მიერ აღსრულებული კეთილი საქმე ვერ გაიხსენა. როგორც კი ამაზე წუხილი დაიწყო, მძიმედ ავად გახდა. მაშინ მას წარმოუდგა ჯოჯოხეთის სიბნელე და მისი ჩაუქრობელი ცეცხლი, ვიღაც წმიდა მამა კი მიუთითებდა ამ ყოველივეზე და ეუბნებოდა:
-აი, საშინელებანი, რომელთაგან შენი გამოხსნაც წმიდა მაკარის მიერ ნაყიდ იაგუდებსა და ზურმუხტებს შეუძლიათ.
შეშინებული მონონია თითქოს ძილისაგან გამოფხიზლდა და იგრძნო, რომ მისი ავადმყოფობა შემსუბუქდა.
იმ დროიდან იგი პატივს სცემდა წმიდა მაკარის, როგორც თავის მფარველ ანგელოზს, სრულიად შეიცვალა ცხოვრების წესი და გლახაკთა გულუხვი გამომკვებავი გახდა.
ჭეშმარიტად, ფასდაუდებელ იაგუნდს მოიპოვებს ის, ვინც ღატაკებს კვებავს; რამეთუ ამ ქვებით შესაძლებელია ზეციური სასუფევლის ყიდვა