image

თემა: განსაცდელები

ხშირად შეჰღაღადე შენს მამას, რომელიც მუდამ შენს გვერდითაა და არასდროს გტოვებს. იგი უფრო ახლოსაც კია, ვიდრე შენი გონების მოძრაობა: იგი შენს სუნთქვაშია, შენს გონებაში, შენს სიტყვაში. ღმერთი ყველაფერს იტევს. ჩვენ, გლახაკნი და უგუნურნი, მისით ვცოცხლობთ, იგი გვატარებს თავისი უბით, მამაშენი აქაა, მუდამ გხედავს. შენ კი რატომ ვერ ხედავ მას? სცოდავ? რატომ არ უგდებ ყურს? რატომ ამწუხრებ ცხოვრების მომცემელს? თუმცა კი გხედავს, ნაღვლობს, მაგრამ თვალს გარიდებს, რადგან შენ ბრმა ხარ. ევედრე მას განსაცდელთა დათმენისას, რომელთაც გიგზავნის, და აგეხილება თვალი, რათა დაინახო იგი და მაშინ იობთან ერთად შესძახებ: ჰამბავითა ყურთა მესმინა შენთვის პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისთვის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად"
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები