image

თემა: სიმდიდრე,  მწუხარება

მდიდარი ხარ? ყოველდღე სიღარიბეს ელოდე. რისთვის და რატომ? იმიტომ, რომ ეს მოლოდინი შესაძლოა შენთვის განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს. ვინც სიღარიბეს მოელის, ის, სიმდიდრეში მყოფი, არ მედიდურობს. არ ეძლევა მცონარებასა და ნებიერებას, არ ეტანება სხვისას; რამეთუ მოლოდინის შიში, ვითარცა თავისებური დამრიგებელი, შეგვაგონებს, ფიქრებს ზღუდავს და საშუალებას არ აძლევს განვითარდეს ვერცხლისმოყვარეობის მავნე შტოდ, და ამ შიშით, ვითარცა ცელით, მოჰკვეთს მას და ზრდას აჩერებს.
    და ასე, შენ ერთ დიდ სიკეთეს მიიღებ; ხოლო მეორე, არანაკლები სიკეთე ისაა, რომ შენ გექნება იმის შიში, როდის მოგიკაკუნებს კარზე სიღარიბე. დაე, მოლოდინი წინ უსწრებდეს წუხილს, რათა მას არ მოჰყვეს მწუხარების განსაცდელი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები