ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სიძვა, ვნებები, ბოროტი გულისთქმანი
83. "მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება" და სხვა (კოლ.3,5). მიწიერი უწოდა ამ მოციქულმა ხორციელ სიბრძნეს: სიძვა - საქმით აღსრულებულ ცოდვას, უწმინურება - სიძვის მოსურვებას, ვნება - ვნებიან აზრებს, ბოროტი გულისთქმა - ავხორცული ფიქრების ჩვეულებრივ მიღებას; ანგარება - ვნების აღმძვრელ და გამაძლიერებელ ნივთებს. ღვთაებრივი მოციქული მოგვიწოდებს, მოვაკვდინოთ ყოველივე ეს, როგორც ხორციელი სიბრძნის ნაწილი.