ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ბოროტი გულისთქმანი, ვნებები, ანგარება, ნაყროვანება მუცელღორობა
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამიტომაც ბრძენი მოციქული, როცა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს სწერს, პირველ რიგში, საქმით აღსრულებული ცოდვის აღკვეთას ურჩევს, შემდეგ კვლავ უბრუნდება იმავე თანმიმდევრობას და ცოდვის მიზეზებამდე მიდის. ვნების წარმომშობი და გამაძლიერებელი მიზეზი არის, როგორც ზემოთ ითქვა, ანგარება, რომელიც, ჩემი აზრით, აქ გულისხმობს ნაყროვანებას, ცოდვის დედასა და მასაზრდოებელს, რამეთუ ანგარება, როგორც ქონებასთან, ასევე საკვებთან მიმართებაში, ბოროტებაა, ისევე როგორც თავშეკავებულობა არა მარტო საკვებთან, არამედ ნივთებთან მიმართებაშიც არის სიკეთე.