ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: სხეული, ვნებები, გულისთქმანი
92. ამბობენ, რომ სხეულის მდგომარეობას ცვლის და, აქედან გამომდინარე, გონებაში ვნებებს ან უბიწო აზრებს წარმოშობს შემდეგი ოთხი მოზეზი: ანგელოზები, დემონები, ჰაერი, საკვები. ამბობენ, რომ ანგელოზები, სიტყვით ცვლიან; დემონები - შეხებით; ჰაერი - თავისი ცვალებადობით; საკვები - საჭმლისა და წყლის რაოდენობით, მათი ზედმეტი ან ნაკლები მიღებით. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ცვლილებები მეხსიერების, სმენისა და მხედველობის მეშვეობით ხდება კიდევ მაშინ, როცა სული წინასწარ სამწუხარო ან სასიხარულო ვითარებათა ზეგავლენის ქვეშ ექცევა და, მათგან დაზარალებული სხეულის მდგომარეობის შეცვლას იწვევს; ხოლო მდგომარეობაშეცვლილი სხეული, ზემოთქმულის თანახმად, გონებას შესაბამის გულისთქმას აწვდის.