12. ჩვენმა მოძღვარმა იესო ქრისტემ, უწყოდა რა ეშმაკთა დიდი ულმობლობა და ებრალებოდა მას ადამიანთა მოდგმა, გულის მჭმუნვარებით თქვა და ბრძანა: "იყავით მზად ყოველ საათს, რადგან არ იცით, რომელ ჟამს მოვა მძარცველი" (მათე 24.43), რათა არ მოხდეს ისე, რომ მოვიდეს იგი და მძინარენი გვპოვოს ჩვენ. და კიდევ: "გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ლოთობით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, რადგან ანაზდეულად მოიწევა ჟამი" (ლუკა 21.34). ამიტომ, დაუდექი შენს გულს, ყურადღება მიაქციე შენს გრძნობებს და თუ დაივანებს შენთან ხსოვნა ღვთისა, შეიპყრობ კიდეც იმ ავაზაკებს, მას რომ გპარავენ, რადგან ის, ვინც გამკაცრებულია თავის განსჯებში, შეიცნობს კიდეც იმათ, რომლებიც განიზრახავენ მასში შესვლას და მის შერყვნას, რადგან უშფოთებენ მას გონებას, რომ გახდეს იგი ატაცებული და უმოქმედო, მაგრამ რომლებმაც უწყიან ამათი უკეთურება, უშფოთველნი რჩებიან, ევედრებიან რა უფალს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები