ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
აღსარება (აღიარება) იესო ქრისტესი წინაშე კაცთა ის არის, როდესაც კაცი, თუ გარემოებამ მოითხოვა, პირდაპირ, თამამად და სიხარულით იტყვის, რომ იგი არის ქრისტეს მორწმუნე და მოსავი და მისი მქადაგებელი; ხოლო თუ სიტყვიერსა აღსარებასა არავინ ითხოვს მისგან, თვით საქმით, ცხოვრებითა და ყოფაქცევითა თვისითა, ნათლად გამოაჩენს, რომელ მას კიდეც სურს და კიდეც აქვს მეცადინეობა ყოველთა შემთხვევათა შინა აღასრულოს მცნება მისი, რათა ყოველთა კაცთა, ვითარცა იტყვის იესო ქრისტე: „იხილონ საქმენი მისნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა მისსა ზეციერსა“.