ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
რაი არს და რასა შინა მდგომარებს თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა? კაცს აქვს სული და ხორცი, ესე იგი კაცის ბუნებას, ანუ არსებას, შეადგენს სული და ხორცი. სული კაცისა არს უხილავი და ყოველი მოქმედება სულისა, ესე იგი: გრძნობა, აზრი, მეცნიერერბა, სურვილი არის უხილავი. მაშასადამე, თაყვანისცემა ღვთისა სულითა და ჭეშმარიტებითა არის ერთი უხილავი, საიდუმლო მიქცევა ღვთისადმი თვით სულისა და ყოვლისა მისისა მოქმედებისა, დამორჩილება ღვთისა – გონებისა, აზრისა, გრძნობისა, პატივის ცემა ღვთისა ყოველთა შინაგანითა სულის მოძრაობითა, კრძალვითა, შიშითა, სიყვარულითა, სულის და გულის ღვთისდმი მისწრაფებითა, ანუ მიდრეკილებითა.