ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
ფრიად დასაწუნებელი და გასამტყუნებელია ერთი სხვაზე მომეტებულად გავრცელებული თავის შექცევა საზოგადოებასა შინა – ქაღალდის (ბანქოს) თამაშობა. გარიგებ და გირჩევ, ძმაო ჩემო, ვისაც ეს ჩვეულება გაქვს, დასტოვე იგი, რადგანაც არის მავნებელი სულიერადაც და ხორციელადაც. სულიერად იმ სახით, რომელ, როდესაც კაცი ქაღალდს თამაშობს, მაშინ მის სულში აღიძვრებიან და განმტკიცდებიან მრავალნი ცუდნი ვნებანი: სიხარბე, ჯავრი, სიძულილი, ჩხუბი; ხორციელად ასე, რომ კაცი დიდხანს მჯდომარე ერთს ადგილს, გაფუჭებულის ჰაერის დიდხანს მსუნთქავი, წააგებს სიმრთელესა და მოიგებს სნეულებასა.