
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: განსაცდელები
მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს. მზგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვადასხვა ცუდი სუნითა და ხშამითა, გარნა ქარიშხალი გასწმენდს მას. არაოდეს არ მომხდარა, რომ კაცი შეიქმნეს სათნო და წმიდა გარეშე განსაცდელისა.