image
რის საშუალებით უნდა აღასრულოს ერისკაცმა თვისი საღმრთო მავალეობა, ესე იგი ქრისტიანობის გავრცელება და განმტკიცება. ათასნი არიან ღონენი და ხერხნი, რომელთა ხმარება ამ საქმისათვის შეუძლია გონიერსა კაცსა. უპირველესი საქმე კი ის არის, როდესაც თვით საკუთარი ცხოვრება და ყოფა–ქცევა ქრისტიანი კაცისა არის მართალი და პატიოსანი, ისე რომ უსიტყვოდ აღაშენებს და უხმოდ დაარიგებს მხედველთა თვისთა. ამისთანა ცხოვრება უფრო სასარგებლო არის, ვიდრეღა მრავალი ენით ლაპარაკი და ქადაგება. გარნა, სადაც საჭირო არის, ხმაც უნდა ამოიღო და ენაც ახმარო სამხილებელად ურწმუნოთა, აღსადგენელად სუსტთა, უსუსურთა. ბოლოს, თუ სხვა არაფერი შეუძლია კაცს, თავის ქონებისაგან და ნაყოფისაგან უნდა შეეწეოდეს ქრისტეს სახარების გავრცელებასა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები