image
როცა შინაგან კაცს ეუბნებიან: "გაიღვიძე,, რომელსა-ეგე გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან" (ეფ.5,14) მაშინ სულის ნამდვილ ძილზეა ლაპარაკი, რომელიც ძალიან ჰგავს სხეულის ფიზიკურ ძილს, ასევე როცა ამბობენ: სულო ჩემო, აღსდექი, ნუ გძინავს, სულის ნამდვილი ძილი იგულისხმება პირდაპირი მნიშვნელობით; როცა სხეულს ძინავს, იგი ყველანაირად ეშვება და უგრძნობი ხდება, სულიც ასევეა, ცოდვებში ჩაძინებულს, ძალები ერთმევა და უგრძნობი ხდება რწმენის, იმედისა და სიყვარულის მიმართ. უთხარი რამდენი გინდა, ძე ჩამოვიდა ამ სოფლად, განკაცდა შენს გადასარჩენად და მარადიული სიკვდილისაგან გიხსნაო, უქადაგე მისი მაცხოვნებელი სწავლების, ტანჯვის, ჯვარცმის, აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა - ვერაფერს დაიტევს ნათქვამიდან, ვერ იგრძნობს ღვთის სიკეთეებს, სძინავს სულის ძილით და ვერაფერს შეიგნებს სარწმუნოებისას, იმედისას, სიყვარულისას. ღვთის სამსჯამროზე შიშიც არ იცის. მარადიული ტანჯვის, დაუძინებელი მტრისა და ჩაუქრობელი ცეცხლის შიშიც არ აქვს. ძინავს, არ ეყურება, ვერ ხედავს და ვერ გრძნობს. საგულისხმოა, რომ სხეულის ძილიც გულიდან იწყება: პირველად იძინებს, შემდეგ მთელი გვამი. მძინარეს თვალები დახუჭული აქვს, ვერ ხედავს, ყურშიაც არ ესმის და სულსაც, ცოდვის ძილში ჩაფლულს, იგივე სჭირს. არადა, სულს გულის თვალი სულ ახელილი უნდა ჰქონდეს, ძილშიც კი, წმიდა წერილის თანახმად "განთიად შეისმინო ხმისა ჩემისა, განთიად წარვსდგე შენდა და გეჩვენო შენ" (ფს.5,3).
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები