ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ...
იხილეთ სრულად
ულოცველობა. ესაა არაეკლესიურობის კერძო შემთხვევა, საყოველთაოდ გავრცელებული ცოდვა. როდესაც სულიერი ცხოვრების ამ უმნიშვნელოვან მხარეზე ლაპარაკობს, აღმსარებელმა უნდა თქვას, როგორ ლოცულობს, რა ნაყოფი გამოაქვს მის ლოცვას, ლოცვა სულიერ ნუგეშისცემას ანიჭებს თუ უსიამოვნო ბეგარად აწევს, რომლისგანაც თავის დაღწევას ყველანაირად ცდილობს, მართლმადიდებლური ლოცვანით სარგებლობს თუ ზეპირად იცის ლოცვები, კითხულობს თუ არა სახარებას და ა.შ. ყოველი მორწმუნე ყოველდღიურ...
ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანულ ცხოვრებაში გამობრძმედილი მოღვაწენი სულიერი სიხარულის შენარჩუნების კიდევ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ, ესაა თანაგრძნობა, თანალმობა და გულმოწყალება უპოვართა, გაჭირვებულთა და ურვეულთა მიმართ. რამდენი ადამიანია, ვისთვისაც არც კი დამდგარა ბრწყინვალე დღესასწაული, რომელთა თვალებიც მწარე ცრემლით ინამებოდა მაშინ, როცა თითქმის ყველა ქმნილება მკვდრეთით აღმდგარ უფალს შეჰხაროდა. ჩვენ ვიცით, რომ მრავალთა ჩვენთა ნაცნობთა მწუხარებანი, ნაკლულოვანებანი...
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანმა რომ გულში სიხარული დაიმკვიდრო, აუცილებელია ზრუნვა შეუბღალავი სინდისის შესანარჩუნებლად. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან იმსჯელოს, თუ რაგვარ სიხარულს ბადებს სულში სუფთა სინდისი. შეხედეთ სათნო ადამიანის სახეს. მის გამომეტყველებაში შეიგრძნობთ აუმღვრეველ (უღრუბლო), უფრო ხშირად კი უწყინარსა და სერიოზულ მდუმარე სიმშვიდეს. არც მწუხარებებს, არც ბოროტგანზრახულობებს, თვით უბედურებებსაც კი, არ ძალუძს სუფთა სინდისის ადამიანისათვი...
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა...
იხილეთ სრულად
რამდენადაც ამ სოფელში გვიწევს ცხოვრება, იაკობ მოციქულის თქმით, “ფრიად ვსცთებით” (იაკობ, 3, 2) და ყოველთვის არ ძალგვიძს სულში სიხარულის შენარჩუნება, მაგრამ გულმოწყალე უფალმა სულიერი სიხარულის შესანარჩუნებლად ახალი საშუალება გვიბოძა. ესაა მისადმი ლოცვა: “ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ”, - ამბობს ქრისტე მაცხოვარი.
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშე...
იხილეთ სრულად
სულში სიხარულის შენარჩუნებას ცხოვრებისეული ღვაწლის სწორად წარმართვა შეეწევა. წესრიგი - აი, ჩვენი ზნეობრივ ღირებულებათა საფუძველი. ადამიანი დღემუდამ უნდა ეკითხებოდეს თავის სინდისს: ცხოვრებისათვის ბოძებულ დროჟამს უსაქმურობაში, თავშეუკავებლობაში, გაფანტულობაში, სიზარმაცესა და სხვა მანკიერებებში ხომ არ კარგავს?
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ...
იხილეთ სრულად
სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევასავით ღებულობს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული. ის მხოლოდ მაშინ მოდის როცა გასცემენ.
ცოდვა არის ქრისტიანული ზნეობრივი კანონის დარღვევა, ღმერთის სიტყვისადმი ურჩობა.
ცოდვა რელიგიური ცნებაა, იგი მხოლოდ იმ პირების მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ, ვინც ღებულობს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და "ეკლესიის გალავანს ში...
იხილეთ სრულად
ცოდვა არის ქრისტიანული ზნეობრივი კანონის დარღვევა, ღმერთის სიტყვისადმი ურჩობა.
ცოდვა რელიგიური ცნებაა, იგი მხოლოდ იმ პირების მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ, ვინც ღებულობს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და "ეკლესიის გალავანს შიგნით" იმყოფება. ხოლო ვინც ეკლესიის გარეთაა, იმას არ ძალუძს მთლიანად შეიგნოს საკუთარი ცოდვილობა, დაინახოს თავისი დაცემა, შეძრწუნდეს ამ სასიკვდილო სნეულებით, იგრძნოს, თუ რაოდენ შორსაა ღმერთისაგან, ჭეშმარიტებისაგან.
ამიტომ თავდაპ...
ღმრთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს. დაღაცათუ იხილოთ კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი, იწაზე ნურავის განიკითხავ, დაბადებულსა ღვთისასა. რამეთუ მათი სადავები უფალს მიშ...
იხილეთ სრულად
ღმრთის წინაშე ყოველგვარი ცოდვა ზღვის კენჭებივითაა, არ არსებობს ცოდვა, სინანულს რომ აღემატებოდეს. დაღაცათუ იხილოთ კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი, იწაზე ნურავის განიკითხავ, დაბადებულსა ღვთისასა. რამეთუ მათი სადავები უფალს მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი სადავები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. უფალმა მეძავი შეიწყალა, ავაზაკი აცხოვნა. მარიამ მეგვიპტელი მეძავი იყო, რა ვუყოთ მერე....
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს...
იხილეთ სრულად
ავხორცობა, ანუ ტკბობის სიყვარული, ეს არსებითად ისევე, როგორც თავისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია, როცა ადამიანი თავის თავს საკუთარ სხეულთან აიგივებს. ლოცვა, როგორც გონების გამჭვირვალობას, სიფხიზლეს მოითხოვს, სიამოვნება კი აქრობს გონების სინათლეს. ტკბობა ნერვული აღგზნების კომპლექსებს განეკუთვნება, ამიტომ, როგორც წესი, ის სულიერი დაცარიელებით, დაღლილობითა და სევდით მთავრდება. ნებისმიერი ტკბობა - ეს სულიერი ძალების კარგვაა. ტ...