ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ა...
იხილეთ სრულად
ადამიანთა ბედნიერება სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერების სიხარულში და მწუხარების ტირილში თანამონაწილეობა? რაზე მიგვა...
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნ...
იხილეთ სრულად
ადამიანის გარეგნული ცხოვრება და მოქმედება მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული. უკეთუ მის სულში სიმშვიდისა და სინათლის ნაცვლად მშფოთვარე ვნებებია დასადგურებული, მას არც ამ სოფელში შეუძლია ბედნიერად იგრძნოს თავი. მშვიდობისა და ბედნიერების საფუძველი ამ სოფელშიც სიმართლე და მართლმსაჯულებაა.
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა,...
იხილეთ სრულად
ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება არ იპოვება, რამეთუ აქ დრო ნუგეშისთვის არ გვეძლევა. აქ მაღალი ღირსება შრომას და ნაკლულებას, მწუხარებასა და სიძნელეებს გააჩნია. სიმშვიდეს გულისთქმები ახლავს, განდეგილობას – მწუხარებანი და მოწყენილობა, ქორწინებას დანაკარგები და საზრუნავები, მეგობრობას – უსიამოვნებანი და გაუტანლობა, მართლმორწმუნეობას – სიმწარე. ღმრთის განწესებით, ადამიანის ყოველი შთამომავალი ძეძვსა და ეკალს ჰპოვებს ცხოვრების გზაზე. მრავალი მაგალითი ადა...
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: "შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და...
იხილეთ სრულად
გარნა ნუვინ გონებთ, რომ ესრეთი ღვთის სიბრძნის განგებული ჭირი და ტანჯვა იყოს ნიშანი სიძულვილისა და განგდებისა; არა, არამედ უმეტესად ღვთის სიყვარულის უმაღლესი განგებულებაა, ვითარცა წერილ არს: "შვილი, რომელი უყვარს უფალსა, სწავლის და სტანჯვის". თუმცა სიტყვა ესე პირველად დიდად ეუცხოება კაცს და მწარედ მოეჩვენება, გარნა იგი არის მიუცილებელი დადგენილება ჩვენი სულის მომავალი კეთილ ცხოვრებისათვის მით, რომ საცოდავი კაცობრიობა მარადის მსურველია ფუფუნებისა დ...
ვსთქუათ: ვისაც ბოროტი უყავ, მისგან მოგეცა განსაცდელი. ესეც სასიხარულო რამე არის, ამისთვის რომ ბოროტის ყოფისათვის აქავ გაზღუევინა, ჟამიერსა და წარმავალზე, და საუკუნოდ სატანჯუელად დამმარხველად არ გექმნა. ვსთქუათ, ეშმაკისაგან მოგეცა ...
იხილეთ სრულად
ვსთქუათ: ვისაც ბოროტი უყავ, მისგან მოგეცა განსაცდელი. ესეც სასიხარულო რამე არის, ამისთვის რომ ბოროტის ყოფისათვის აქავ გაზღუევინა, ჟამიერსა და წარმავალზე, და საუკუნოდ სატანჯუელად დამმარხველად არ გექმნა. ვსთქუათ, ეშმაკისაგან მოგეცა განსაცდელი, - ესეც სასახარულოდ მისათვალველი არის; თუ მართალი ხარ და სინანულისა მიერ განწმედილი, მაშინც სასიხარულო არის, ამისთვის რომ სულით და ხორცით უმეტესობას მიიღებ, ვითარცა იობისთვის წერილ-არ: "და იქმნეს უკანასკნელი ი...
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა - სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული განსაცდელი და ჭირი უნდა თავს იდვა, ანუ თავით-თვისით სინანულის განსაცდელი და ჭირი უნდა იტვირთო; ანუ იტვირთე განსაცდელი შიმშილისა და წყუ...
იხილეთ სრულად
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა - სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული განსაცდელი და ჭირი უნდა თავს იდვა, ანუ თავით-თვისით სინანულის განსაცდელი და ჭირი უნდა იტვირთო; ანუ იტვირთე განსაცდელი შიმშილისა და წყურვილისა და მარხუა შეიტკბე. თუ ხორცის უძლურებისათვის საზრდლის შიმშილი ვერ იტვირთო, სიმართლისათვის მიიღე შეიმშილი და წყურვილი, რათა ქრისტეს მიერ ნეტარება მიიღო, ვითარ იგი ბრძანებს უფალი: "ნეტარ-იყვნენ რომელთა შიოდეს და წყუ...
თუ ვითარ - წარმოვაჩინოთ. რომლისდა მიმართ კეთილი გიქმნია, თუ მისგან მოგეცა განსაცდელი, გონიერებით მიხედე, თუ რა სასიხარულო საქმეები გაქუს: ერთი ეს - ქრისტეს მიემსგავსები; ქრისტეც მისგან ხსნილმან და რომელთაც კეთილი უყო, მათ სიკუდილი...
იხილეთ სრულად
თუ ვითარ - წარმოვაჩინოთ. რომლისდა მიმართ კეთილი გიქმნია, თუ მისგან მოგეცა განსაცდელი, გონიერებით მიხედე, თუ რა სასიხარულო საქმეები გაქუს: ერთი ეს - ქრისტეს მიემსგავსები; ქრისტეც მისგან ხსნილმან და რომელთაც კეთილი უყო, მათ სიკუდილის განსაცდელში შეაგდეს; და შენც, რომელსაც კეთილი უყავ, განსაცდელში შეგაგდო. ამან საქმემან რადგან ქრისტეს მიგამსგავსა, ჭეშმარიტად სიხარულით უნდა აღივსო და ქრისტესებრ ბოროტის მყოფელთათვის უნდა ილოცო: "მიუტევე, მამაო, რამეთუ...
ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური ბედნიერება – მაცხოვარი გვასწავლის, რომ პირველად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე უნდა ვეძებოთ და ყოველივე ის, რაც ამ ცხოვრებაში გვჭირდება – საჭმელი, სასმელი, შესამოსელი თუ სხვა რამ, ანუ ამსოფლიური ბედნიერება და კეთილდღეობა თავისით, უადვილესად შეგვეძინება.
არანაირ გარეგნულ გარემოებებს არ ძალუძთ ადამიანი ბედნიერი გახადონ, მას ამაოდ უნდა მისი პოვნა გარეთ, ეს მაშინ, როცა ის თავად მასშია, სიხარულს ხილულსა და ხელშესახებში ეძებს, ის კი უხილავსა და სულიერშია.
ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას, რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ.
წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გა...
იხილეთ სრულად
ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას, რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ.
წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისის საქმენი.
ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა.
ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა.
თ.10-11