დეკანოზი პ. ხელიძე - ციტატები, გამონათქვამები დეკანოზი პ. ხელიძე | გამონათქვამები, ციტატები
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. ეს ნიშნავს, რომ მოყვასის მოყვარული, მოყვასის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის, სამაგიეროს მას არ უხდის, არამედ მშვიდ...
იხილეთ სრულად
განვმარტოთ, საყვარელნო, მეტი გარკვეულობისათვის თითოეული თვისება ამა სიყვარულისა. სიყვარული სულგრძელია და ტკბილი. ეს ნიშნავს, რომ მოყვასის მოყვარული, მოყვასის მიერ მიყენებული შეურაცხყოფისათვის, სამაგიეროს მას არ უხდის, არამედ მშვიდად და უწყინრად გადააქვს იგი; კიდევ მეტი; ლოცვილობს კიდეც მისთვის. ასე ლოცვილობდა ჯვარცმული ღმერთკაცი იესო ქრისტე მის ჯვარცმულებზე და იტყოდა: მამაო! მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმ (ლუკ. 23, 34). ასევე ლოცვილობდა...
link
მიზანი ზნეობრივად დაძინებული კაცისა ცხოვრებაში არის ჭამა, სმა, თავტანის სათუთად დაცვა და სხვა. აქიდან გამომდინარე სინდისიც ზნეობრივად დაძინებულ ადამიანს არ უმოქმედებს, რამდენადაც იგი მას, როგორც სიტყვა ღვთისა იტყვის, დამწვარი აქვს...
იხილეთ სრულად
მიზანი ზნეობრივად დაძინებული კაცისა ცხოვრებაში არის ჭამა, სმა, თავტანის სათუთად დაცვა და სხვა. აქიდან გამომდინარე სინდისიც ზნეობრივად დაძინებულ ადამიანს არ უმოქმედებს, რამდენადაც იგი მას, როგორც სიტყვა ღვთისა იტყვის, დამწვარი აქვს. მისთვის ყოველივე შესაძლებელია, ყოველივე დასაშვებია. მის ნებისყოფასაც მხოლოდ ის სურს, რასაც უთანაგრძნობს გარყვნილი მისი გული და რასაც იწონებს დამწვარი მისი სინდისი. თუ ადამნს გულში ზნეობრივი წესები არ უმოქმედებენ, ძნელა...
link
წარღვნიდან ხსნისათვის მხოლოდ ერთი კარი იყო ღია, - იყო კიდობნის კარი. ერთი კარიღა არსებობს ცოდვის წარღვნისაგან სახსნელი, ეს არის კარგი სინანული.
"ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღვთისა მიერ გამდიდრდებოდეს" (ლუკ. 12, 20-21). რას ნიშნავს ღვთის მიერ გამდიდრება? ამ მცნების მოკლე განმარტებისათვსი შეიძლებოდა მიგვეთითებინა ჩვენი მორწმუნე ხალხის ჩვევაზე. ყველასათვის...
იხილეთ სრულად
"ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თვისისა და არა ღვთისა მიერ გამდიდრდებოდეს" (ლუკ. 12, 20-21). რას ნიშნავს ღვთის მიერ გამდიდრება? ამ მცნების მოკლე განმარტებისათვსი შეიძლებოდა მიგვეთითებინა ჩვენი მორწმუნე ხალხის ჩვევაზე. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ ტაძრის ახლად აშენებაზე, გინდ მის განახლებაზე, მის კეთილმოწყობაზე, მორწმუნენი არაიშვიათად შეწირულობას აკეთებენ. ამსთან ზოგი წირავს ნაწილს იმისას, რითაც ის მდიდარია, ზოგიც პირადი უსასყიდლო შრომით ემსახ...
link
ყოველივე, რაც სოფელსა შინა დგას: გულისთქმა ხორცთა, გულისთქმა თვალთა და სილაღე (სიმაყე) ამა ცხოვრებისა, დამაბრკოლებელია, ქრისტიანენო, ზეციური სასუფევლისათვის. ცოდვებმა ჩვენ გამოგვაძევა პირველი სასუფევლიდან, ცოდვები ჩვენ მეორეშიც არ...
იხილეთ სრულად
ყოველივე, რაც სოფელსა შინა დგას: გულისთქმა ხორცთა, გულისთქმა თვალთა და სილაღე (სიმაყე) ამა ცხოვრებისა, დამაბრკოლებელია, ქრისტიანენო, ზეციური სასუფევლისათვის. ცოდვებმა ჩვენ გამოგვაძევა პირველი სასუფევლიდან, ცოდვები ჩვენ მეორეშიც არ დაგვიშვებს.
link
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ სასუფეველის სატახტო ქალაქი ამოთხე იყო, მეფე კი თვით უფალი, ქვეშევრდომი კი ადამიანი. კანონი - ადამიანის ღვთისადმი მორჩილება, და ნაყ...
იხილეთ სრულად
სასუფეველი ცათა, კეთილმორწმუნენო, დამყარებული იყო ქვეყანაზე კიდევ იმ დროს, როცა ადამიანი გაჩნდა. ამ სასუფეველის სატახტო ქალაქი ამოთხე იყო, მეფე კი თვით უფალი, ქვეშევრდომი კი ადამიანი. კანონი - ადამიანის ღვთისადმი მორჩილება, და ნაყოფი ადამიანის ბედნიერება და ნეტარება. მაგრამ სასუფეველი ცათა ქვეყნად მალე გაქრა; ადამიანმა ვერ დაიცო პირველი გამოცდა, ურჩობა გამოირჩია, ღმერთს პატივი არ სცა, და სამოთხე დაკარგა; დამნაშავე ღმერთმა სამოთხიდან გამოაძევა, და...
link
მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. ...
იხილეთ სრულად
მწუხარებას ადგილი აქვს ცხოვნების გზაზე, ჯერ ერთი მართლმსაჯულების მიხედვით. ღმერთს უნდოდა ადამიანის ზეცად აყვანა სამოთხის გზით. მაგრამ ადამიანმა მოინდომა ღვთის მაღლა სვლა. ამიტომ იყო სწორედ, რომ იგი ღვთის მართლმსაჯულებით დაეცა. მის გზაზე დაითესა ეკალი, შრომა, ოფლი, მწუხერაბე და ბოლოს, სიკვიდილი დროებითი და მარადიული. დაბადებიდან ჩვენ ყველა მემკვიდრენი ვართ ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვისა და იქიდან გამომდინარე სასჯელისა. შეგვეძლო ამით განვსაზღვ...
link
მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის ცხოვრებაში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც ერთი უდიდესი აქტია. მაცხოვრისათვის ნათლისღება არის მისი საზეიმო კურთხევა მსოფლიო შუამდგომლისა და...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელნო ქრისტეანენო! ნათლისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მის ცხოვრებაში და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც ერთი უდიდესი აქტია. მაცხოვრისათვის ნათლისღება არის მისი საზეიმო კურთხევა მსოფლიო შუამდგომლისა და წინამძღვრის დიდ თანამდებობაზე, - რამდენადაც ნათლისღებით დამთავრდა მისი კერძო ცხოვრება ნაზარეთში, და დაიწყო საზოგადოებრივი სამსახური კაცობრიობისათვის.
ჩვენ პირად ცხოვრებაში კი ნათლისღება გასაღებია მორწმუნეთა საზოგადოებაშ...
link
მწუხარებას ღვთის განგება იყენებს, როგორც მორწმუნისათვის გამოსაცდელ და მოსამზადებელ საშუალებას უმაღლესი სიკეთისათვის, სრულყოფისა და ნეტარებისათვის.
ეს გამოცდა თვით გულთა მხილველი ღვთისათვის საჭირო არ არის, მაგრამ ადამიანისათვ...
იხილეთ სრულად
მწუხარებას ღვთის განგება იყენებს, როგორც მორწმუნისათვის გამოსაცდელ და მოსამზადებელ საშუალებას უმაღლესი სიკეთისათვის, სრულყოფისა და ნეტარებისათვის.
ეს გამოცდა თვით გულთა მხილველი ღვთისათვის საჭირო არ არის, მაგრამ ადამიანისათვის, კი საჭიროა, რომელმაც თვით არ იცის, თუ რა მუშავდება მისი გულის სიღრმეში, და რა წარმოიშობა იქიდან (ფს. 67, 5-7) მწუხარების განვლის შემდეგ ხშირად მტკიცე სულიდან სიკეთის ნაპერწკლები იწყებს ნათებას, რომელიც უმისოდ არ აღიძვროდა....
link
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არა...
იხილეთ სრულად
ასე უყურებდნენ წმ. მოციქულები მწუხარებასა და დევნას, რომელთაც ისინი განიცდიდნენ ქრისტეს სწავლის გავრცელების დროს ქვეყნის კიდიდან კიდემდე. მაგრამ ამ მწუხარებით მოცულ ცხოვრების გამო, ისინი არათუ სასოწარკვეთილებას არ მიეცემოდნენ, არამედ პირიქით, კიდეც ხარობდნენ, დარწმუნებულნი იმაში, რომ დროებითი მწუხარების ჯვარი მეტად ხელშემწყობი იყო მათთვის, როგორც ღვთის სასუფევლისაკენ წამყვანი საშუალება, რომლის მიღწევა სხვა, უფრო ფართო გზით შეუძლებელიცაა. ამრიგად,...
link