ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა შორის ეცხადებოდათ მართალთ; მაგრამ მსგავს გამოცხადებებს ზეციური გამოცხადების აშკარა ნიშნები ახლდა, რამეთუ ხდებოდა ანგელოზთა ან წმიდანთა და თვით უფლის გამოცხადება. მაგრამ, საერთოდ, სიზმარეულ ჩვენებებს უნდა განეკრძალო, რათა მათ მიერ ცდუნებაში არ შთავარდე, რამეთუ სიზმარეული ჩვენებების რწმენით მრავალი ცთუნდა. სიბრძნის მოყვარე ბერი თეოქტირისტე, რომელმაც შეადგინა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პარაკლისი, ერწმუნა სიზმრებს და ბოლოს იმგვარად ცთუნდა მათ მიერ, რომ დაიღუპა. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, რათა არ გაგიტაცოს სიზმარეულმა ოცნებებმა. სიზმრების მორწმუნე საკუთარი ჩრდილის მიმდევარს ჰგავს; ჭეშმარიტად სიბრძნისმოყვარეა ის, ვინც არ ერწმუნება სიზმარეულ ოცნებებს. იყო შემთხვევები, როდესაც ღმრთის ნება ძილთა

მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ იშვიათად დამახასიათებელია პიროვნებისათვის. საკითხი ეხება მიჯაჭვულობის ტენდენციას. მიჯაჭვულობა ვინმესადმი, ვინც არ უნდა იყოს ის, უდიდეს დამაბრკოლებელ მიზეზს წარმოადგენს პიროვნებისათვის, როგორც ინდივიდისთვის. თუ ამ სახით ხდება ბავშვის და შემდგომ მოზარდის აღზრდა, ან კიდევ ასეთ მიდრეკილებებსა და თვისებებს ავლენს მშობლისადმი ან დედმამიშვილისადმი და საერთოდ ვინმესადმი და ამას სათანადო ყურადღება არ მიექცევა, ასეთ მოზარდში ქვეითდება თვითრეალიზების შესაძლებლობანიცა და სურვილიც, კარგავს უნარს, შეეწინააღმდეგოს მომავალი ცხოვრების სირთულეებს. უფრო მეტიც, იგი მომავლისთვის არშემდგარ პიროვნებად იქნება მოაზრებული და სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება არასრულფასოვნების განცდა. მინდა შევეხო ისეთ საკითხს, რომელიც არც თუ

მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი სხვადასხვა მწვალებლობისაგან, თავის თავში შეიცავს სამ უმთავრეს და სხვებზე უფრო უკეთურ და საძაგელ მწვალებლობას. მათგან პირველი და ყველაზე უბოროტესი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ბრძნობენ, თითქოსდა სიტყუა-ღმერთის მაცხოვნებელი ვნების დროს, უვნებო ღმრთაება სიკვდილს დაექვემდებარა, ისევე, როგორც (მისი) ადამიანობა (კაცობრივი ბუნება); მეორე ამტკიცებს, რომ განკაცებულმა სიტყუა-ღმერთმა, ზეცად ამაღლების შემდეგ, განიძარცვა მის მიერ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უწმიდეს სისხლთაგან მიღებული ღვთაებრივი ხორცი; მესამე კი უმართებულოდ შეურევს ქრისტეში შეურევნელად შეერთებულ ორ ბუნებას - ადამიანურს და ღვთაებრივს, რომლებიც თითქოსდა ერთ ბუნებად იქცნენ. ასეთია მათი უმთავრესი ღმრთივსაძაგელი მწვალებლობანი. მონოფიზიტური ბოროტმორწმუნეობა, შემდგარი


გაღიზიანებული მშობელი

გაღიზიანებული მშობელი საშიშია, ბავშვი გარბის ასეთი მშობლისგან. ხმამაღალი საუბარი ნიშნავს იმას, რომ მე მივეცი მაგალითი, ჩემი შვილი რომ თავის შვილთანაც ასე მოიქცეს. რა ქცევაც ვუჩვენე, ის ქცევა გაჰყვა მას და თუ მე ცოტათი მაინც პატივს მცემს, ეს ქცევა განმტკიცდება მასში და იგივეს გამოავლენს. ამრიგად, გაღიზიანება უნდა მოიცილონ მშობლებმა გაღიზიანებული მშობელი საშიშია, ბავშვი გარბის

ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე. ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა

როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო. მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი. ღვთისმშობელს არასდროს არ შეუცოდავს არცერთი ზრახვით და არასდროს არ დაუკარგავს მადლი, მაგრამ მასაც ჰქონდა უდიდესი ტანჯვა; ხოლო, როცა იგი იდგა ჯვართან, მაშინ უსაზღვრო, როგორც ოკეანეა, ისეთი იყო მისი მწუხარება; მისი სულის ტანჯვა შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის ტანჯვა სამოთხიდან განდევნისას, იმიტომ, რომ ღვთისმშობლის სიყვარულიც შეუდარებლად დიდი იყო, ვიდრე ადამის სიყვარული სამოთხეში. თუ იგი დარჩა ცოცხალი, მხოლოდ იმიტომ, რომ უფლის ძალამ განამტკიცა იგი. უფალს სურდა, რომ მას ეხილა მისი აღდგომა და რომ ამაღლების შემდეგ იგი დარჩენილიყო დედამიწაზე მოციქულების გასამხნევებლად და სასიხარულოდ, ასევე ახალი ქრისტიანული ხალხისთვის. როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია

„გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს“. ჩვენ რომ საღვთო სჯულის ამ მცნებას ვასრულებდეთ, მაშინ, უხეშობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სამდურავი სიტყვაც არ წამოგვცდებოდა მშობლების მისამართით; ყოველნაირად შევეცდებოდით აღგვესრულებინა მშობლის ნება, მათი კეთილი განკარგულება. მათ ხანდაზმულობას ყოველნაირად გავუწევდით ანგარიშს; უდრტვინველად, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით მათ უძლურების ჟამს, ვილოცებდით მათი დღეგრძელობისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერებდით ლოცვას მათი ამ ქვეყნიდან გასვლისას. აი, ასე უნდა ვეპყრობოდეთ მშობლებს. ჩვენ კი როგორ ვასრულებთ ამ მცნებას უფლისას? განა პატივსა ვცემთ ჩვენს მშობლებს? ჩვენს დროში „მოდაში აღარ არის“ მშობლების პატივისცემა. ახალგაზრდებს რცხვენიათ თანატოლების წრეში დედისა და მამის მოხსენიება მშობლებად და მათ უწოდებენ შეურაცხმყოფელ, მოსასმენად საძაგელ სიტყვებს. გიყვარდეს და პატივს სცემდე შენს მშობლებს.


იესო ჩვენთანაა, ნუ გეშინიათ.

ჭეშმარიტად და შეუორგულებლად გწამდეთ მისი, ვინც თქვა: „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28, 20). იესო ჩვენთანაა, ნუ გეშინიათ. ზესთამბრძოლი დედოფლის, ღვთისმშობლის მეოხებით ის ჩვენს დასაცავად იბრძოლებს და გამარჯვებას მოგვიტანს. ჭეშმარიტად და შეუორგულებლად გწამდეთ მისი

ეცადე, დაეუფლო გონიერ-გულისმიერ ლოცვას, რამეთუ იესოს ლოცვა ჩვენი გზის შუქურა და ზეცისკენ გზისმკვლევი ვარსკვლავია, როგორც წმიდა მამები გვასწავლიან (სიკეთისმოყვარეობაში). იესოს ლოცვა (რომელიც უწყვეტად ათბობს გულსა და გონებას), სხეულისა და მისი ბოროტი სურვილების (განსაკუთრებით სიძვის და გაუმაძრობის) წინააღმდეგ აღმართული მახვილია. ჩვეულებრივ ლოცვას - "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთიაო" - მიუმატე: ღვთისმშობლისა მიერ, შემიწყალე მე, ცოდვილი! მხოლოდ გარეგანი ლოცვა არ კმარა: ღმერთი გონებას უსმენს; ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც ერთმანეთს არ უერთებენ გარე და შინაგან ლოცვას, შავი სამოსის საკიდებია რიან და სხვა არაფერი. მონაზონი, რომელმაც არ იცის (ან დაივიწყა) იესოს ლოცვა, არა ატარებს ქრისტეს ბეჭედს. ლოცვას წიგნი ვერ შეგვასწავლის (მხოლოდ მისი აღსრულების სწორ გზას მიგვანიშნებს); ამიტომ აუცილებელია, გულმოდგინედ ვილოცვიდეთ. ეცადე, დაეუფლო გონიერ-გულისმიერ ლოცვას

გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი ჩვენთა აწინდელთა ქალთა. გარნა ნუ იფიქრებს რომელიმე მათგანი: ვითარ შესაძლო არს გაზომა ჩემისა ცოდვილისა ცხოვრებისა ღვთაებრივითა ცხოვრებითა ღვთისმშობლისათა? იგი იყო აღზრდილ და განწმენდილ და აღვსებულ სულითა წმიდითა, ხოლო მე ვარ მცხოვრები ცოდვილსა სოფელსა შინა და ვით შემიძლია ვემსგავსო მას? ჭეშმარიტია, ქრისტიანენო, რომელ ღვთისმშობელი იყო აღმორჩეულ ღვთისაგან განსაკუთრებითა განგებულებითა და განწმენდილ სულითა წმიდითა; გარნა იგიცა თვისის სათნეობითა შეიქმნა ღირსი ესრეთის აღმორჩევისა; ხოლო ვინ გიშლის შენც ეცადო და მოიზიდო მადლი ღვთისა განმწმენდელი? უკეთუ ისურვებ და ღირსი შეიქმნები, არცა შენთვის დაზოგავს ღმერთი სულსა თვისსა წმიდასა; ბოლოს არც მას ვინმე მოითხოვს და ეძიებს, რომ შენ შეიქმნე სწორი ღვთისმშობელისა, გარნა მსგავსი მისი, რაოდენ შესაძლო არს, უთუოდ უნდა იყო შენცა. გავზომოთ ღვთისმშობლის თვისებითა, თვისებანი

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3