დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - ციტატები, გამონათქვამები დეკანოზი თეოდორე გიგნაძე | გამონათქვამები
უკვდავება მარადისობაა. არავის ეგონოს, რომ ეს არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო _ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, და ასე
დაუსრულებლად. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს საშინელი ტანჯვა იქნებოდა! მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ ...
იხილეთ სრულად
უკვდავება მარადისობაა. არავის ეგონოს, რომ ეს არის უსასრულოდ გაჭიანურებული დრო _ დღეს, ხვალ, ზეგ, მაზეგ, და ასე
დაუსრულებლად. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს საშინელი ტანჯვა იქნებოდა! მარადისობა არის დაუსრულებელი აწმყო. ჩვენ ხომ აწმყო არ
გვინახავს. ჩვენ ვიცით, რა არის წარსული და რა არის მომავალი. ჩვენ დროში ვცხოვრობთ, დროში კი აწმყო რეალურად არ არსებობს;
დროში მუდმივი მდინარებაა. წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეში ვართ. იგი არ ჩერდება, მუდმივად მიედინება. ...
link
რა არის მარადიული სიცოცხლე? ზემოთ ბევრი რამ ვთქვით სიცოცხლის მიზანსა და დანიშნულებაზე, მაგრამ რა არის თავად მარადიული
სიცოცხლე, არ ვიცით, იმიტომ, რომ ასეთი ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. იგი დროდადრო გამოკრთება ხოლმე იმ საოც...
იხილეთ სრულად
რა არის მარადიული სიცოცხლე? ზემოთ ბევრი რამ ვთქვით სიცოცხლის მიზანსა და დანიშნულებაზე, მაგრამ რა არის თავად მარადიული
სიცოცხლე, არ ვიცით, იმიტომ, რომ ასეთი ცხოვრების გამოცდილება არ გვაქვს. იგი დროდადრო გამოკრთება ხოლმე იმ საოცარ
ბედნიერებად და სიხარულად, რომელსაცამქვეყნიური გაგებით ობიექტური მიზეზები არც მოეპოვება. ყველაზე აშკარად ეს რელიგიური
ცხოვრებით ვლინდება (მართლმადიდებლობას ვგულისხმობ).
როდესაც ადამიანი ილოცებს ან ეზიარება, ქვ...
link
თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე (ისევ ხაზს ვუსვამ, სიცოცხლე და არა არსებობა), ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება.
თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რაოდენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დას...
იხილეთ სრულად
თუ ადამიანს არ აქვს მიზნად სიცოცხლე (ისევ ხაზს ვუსვამ, სიცოცხლე და არა არსებობა), ეს არსებობაც უაზრო და მტანჯველი ხდება.
თუ მარადისობა არ არსებობს, სიცოცხლეც კვდება. რაოდენ დიდხანსაც არ უნდა ვიცხოვროთ, ოდესმე ამქვეყნიური გზა დასრულდება, ხომ
ცნობილია, რომ მზეც კი ჩაქრება...
თუ სიცოცხლე მარადიული არ არის, მაშ, რაღა ფასი და პერსპექტივა აქვს სამყაროს ან რისთვის წვალობს ადამიანი? ყველაფერს ხომ აზრი
ეკარგება.
მათ, ვისაც არ სჯეროდა მარადისობის არს...
link
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია...
იხილეთ სრულად
მოდიან და მეკითხებიან: მამაო, როგორ ვილოცო? იცით, ეს რას მაგონებს? შვილს რომ დედა ენატრება, დაინახავს და იმას ფიქრობს, რომელი სიტყვებით მივმართოო. შენ ღმერთი შეიყვარე და, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ლოცვით მიმართავ. დიახ, მართალია, არსებობს სხვადასხვა ლოცვა, მაგრამ განა ეს არის მთავარი? ამგვარად რომ ვუხსნით ხოლმე, ხშირად არ მოსწონთ, ბრკოლდებიან და უჭირთ მისი მიღება. მაშინ ვეუბნებოდით: მთავარია, კარგი ქრისტიანი იყო, ლოცვაში ხარისხია მნიშვნელოვანი,...
link
ლოცვა არის სწრაფვა უფლისაკენ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ლოცვა, გულით ვლოცულობდეთ, ეს სამი უდიდესი სათნოებაა საჭირო - რწმენა, სასოება, ანუ იმედი, და სიყვარული. ოღონდ, რწმენა უნდა იყოს ქრისტიანული...
იხილეთ სრულად
ლოცვა არის სწრაფვა უფლისაკენ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ლოცვა, გულით ვლოცულობდეთ, ეს სამი უდიდესი სათნოებაა საჭირო - რწმენა, სასოება, ანუ იმედი, და სიყვარული. ოღონდ, რწმენა უნდა იყოს ქრისტიანული და არაამქვეყნიური, სასოება, ანუ იმედი, ასევე ქრისტიანული უნდა იყოს და არაამქვეყნიური. ქრისტიანულსა და ამქვეყნიურ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს შორის ისეთი დიდი განსხვავებაა, როგორც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის
link
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს შევხვდეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მას ეს სურს. არა ისე და მაშინ, როცა შენ გსურს. შენ ფიქრობ: აი, მე მივალ, როცა მომინდება, და მაშინ შევხ...
იხილეთ სრულად
არაფრით არ შეიძლება ლოცვის ჩაგდება სახლში, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, რომ უფალს შევხვდეთ. უფალი მოდის მაშინ, როცა მას ეს სურს. არა ისე და მაშინ, როცა შენ გსურს. შენ ფიქრობ: აი, მე მივალ, როცა მომინდება, და მაშინ შევხვდები უფალს. ასე არ გამოვა. ის მოდის მაშინ, როცა მას სურს, და შენგან ითხოვს ყოველჟამიერ მზადყოფნას. ამგვარი ორმხრივი მიმართება, ამგვარი დამოკიდებულება სიყვარულის კანონის შესაბამისობაშია. და თუკი შენ უდარდელად ხარ, არ გაქ...
link
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ერთმანეთში ერევათ საკუთრივ თავისუფლება და ადამიანი სნების თავისუფლება, ანუ თვითნებობა.
თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ერთ-ერთი უნთავრესი უნარია, რითაც ადამიანში ადამიანობა იზომება. ადამიანს შეუძლია განარჩიოს კეთილი და ბო...
link
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თ...
იხილეთ სრულად
რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თუ თავისუფალი ხარ და არა ხარ მონა - სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები. ძალას გინდა თაყვანი სცე და დაუხარო თავი? - მაშინ მონა ხარ, ადამიანო, თუმცა თავი თავისუფალი გგონია. ვერ იქნები თავისუფალი, ვიდრე მონა ხარ! მონა ძალას ემ...
link
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც ...
იხილეთ სრულად
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც შეელო ღმერთთან ყოფნა, ეშინოდა მასთან ყოფნისა და იტანჯებოდა. ჩვენს დაცემულ ბუნებასაც ემართება: გავურბივართ ღმერთს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და იმას ვაკეთებთ რაც ჩვენ გვინდა და მოგვწონს, რაც ღმერთისათვის სათნო...
link
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით და ბრძანა, რომ ამ კურთხევით ეს კონკრეტული პური და ღვინო მისი ხორცი და სისხლია. და მან მისცა მოციქულებს საჭმელად და უანდერძა, რომ გა...
იხილეთ სრულად
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით და ბრძანა, რომ ამ კურთხევით ეს კონკრეტული პური და ღვინო მისი ხორცი და სისხლია. და მან მისცა მოციქულებს საჭმელად და უანდერძა, რომ გააკეთონ ეს ყოველთვის მის მოსახსენებლად.
წმიდა ეკლესია ასრულებს ამ ანდერძს, ღვთისმსახურებას, რომელსაც წირავა, ლიტურღია ეწოდება. სადაც ეს უდიდესი საიდუმლოება აღესრულება. წირვის დროს იღებენ მორწმუნენი ქრისტეს ხორცსა და სისხლ...
link