image

თემა: მორჩილება,  სიმდაბლე

ნუ შეიმოსები მხოლოდ ფოთლებით, არამედ ღრმად გაიდგი ფესვები, რათა წყარო იპოვო, როგორც ამას ჭადარი აკეთებს. ისე, რომ განუწყვეტლივ აღმოივსებდე წყალს და იზრდებოდე. რათა, როცა გვალვა დაგიდგება, არანაირი ცვალება არ განიცადო, რადგან საკუთარი წყარო გაქვს ნაპოვნი. და როცა ამჟამინდელი სანთელი ჩაგიქრება, სხვა გექნება უკვე ანთებული შენი საქმეების წყალობით და წყვდიადი ვერაფერს გავნებს.
    ხოლო ხოლო ამის მოპოვება შეგიძლია, პირველ რიგში, ყველასადმი სრული და განუსჯელი მორჩილებით. მისგან იშვება სიმდაბლე. სიმდაბლის ნიშანი - ურიცხვი ცრემლია, რომელიც პირველი სამი-ოთხი წლის მანძილზე ნაკადულივით მოედინება. მისგან წარმოიქმნება დაუცადებელი ლოცვა, ეგრეთწოდებული შინაგანი ლოცვა. ისე რომ, საკმარისია თქვა "იესო ჩემო ტკბილო!" - ცრემლები მოგდის. იტყვი თუ არა "ღმრთისმშობელო!" - თავს ვერ იკავებ. მაშინ მათგან იშვება სიწყნარე მთელს სხეულში და სრული მშვიდობა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები